სოციალური მედიასხვადასხვა

ძირს რუსეთუმე შარლ მიშელი!

0

შარლ მიშელის განცხადებამ სულ აურია დალაგებული კარტები ნაცებს და მათ ანასხლეტებს. არადა, რა თქვა ახლა ამ კაცმა ისეთი? − 2030 წელს ევროკავშირში ყველა კანდიდატს მივიღებთო. მართალია, მანამდე ჯერ კიდევ 7 წელია და ეს იმას უფრო ჰგავს, „ჩერეზ პიატ ლეტ პამაგუ, გენაცვალე“-ო, მაგრამ გაიძვერობაში გამოცდილი და გაქნილი ნაცების ლოგიკა ასეთია:

„ჩვენი გათვლებით, ამ წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ უნდა მიიღოს, რასაც უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი მღელვარება ლოზუნგით − „ევროპამ უარი გვითხრა პრორუსული ხელისუფლების გამო, ამიტომ თუ ევროპაში გვინდა, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!“ 7-8 მარტის მსგავსი მასობრივი გამოსვლების გზით უნდა დაიწყოს ქვეყნის რყევა. მართალია, ამის შედეგად სახელმწიფო გადატრიალება (რომელსაც რევოლუციას დაარქმევდნენ) ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილი 7-8 თვის განმავლობაში ეს ლოზუნგი მუდმივად იტრიალებდა, ანტისახელისუფლო გამოსვლებიც ამ ლოზუნგების ქვეშ ადვილად დაორგანიზდებოდა და მომავალი წლის შემოდგომაზე საზოგადოებრივი აქტივობის ამ მაღალ გრადუსზე „ანტიევროპელი ხელისუფლების“ იარლიყით აღჭურვილი ოცნების არჩევნებში დამარცხებაც რეალურად გამოიყურებოდა.

ნაცების გებელსმა − ნიკა გვარამიამ გამარჯვების ეს გეგმა მოკლედ და კონკრეტული ფორმულის სახითაც კი ჩამოაყალიბა. რაც შეეხება გამოსვლებისთვის მასობრივი სახის მიცემის შთაბეჭდილებას, ესეც უკვე ნაცადია: რამდენიმე ასეული კარგად დატრენინგებული ახალგაზრდა ადვილად აიყოლიებს რამდენიმე ათას პატრიოტ, მაგრამ გულუბრყვილო მოქალაქეს, მათ დაემატებათ ნაცფაშისტების ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში თბილადგილდაკარგული ყოფილი ბიუროკრატები, მათი ოჯახის წევრები და 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება საპროტესტო აქციებზე სავსებით რეალურია.

მერე უკვე ნაცტელევიზიების გამოცდილებისა და ტექნიკის საქმეა, როგორ წარმოაჩინონ ეს 5-6 ათასი პროტესტის გამომხატველი 5-ჯერ და 10-ჯერ მეტ ადამიანად. ამით შექმნან ხელისუფლების რყევის სურათი, დაამუნათონ მისი მხარდამჭერები „მოღალატის“ იარლიყის მიკერებით და საქმეც გაკეთებულია. ამ ყველაფერში კი მთავარი მასობრივი გამოსვლების მიზეზი და საფუძველი უნდა ყოფილიყო სტატუსის ვერმიღება.

ახლა კი რა გამოდის? ეს შარლ მიშელი ისე ლაპარაკობს, მგონი კანდიდატის სტატუსის მოცემას უპირებენ საქართველოს, მერე გამოვა მაგალითად, ბოკერია ან ხაზარაძე, ცხვირწინ დაუტრიალებს თითს გვარამიასნაირ თავდაჯერებულს და ეტყვის: „ხომ გითხარი, გაფრინდებიანო, შე გალსტუკიანო პეპელა, ჰა… აბა ახლა შენ გააღე პირი და თქვი, ააააა?!“

ამიტომ სასწრაფოდ დასჭირდათ ნაციდეოლოგებს მესიჯბოქსების გადაწყობა და უკვე გვესმის შემდეგი „ბრძნული აზრები“: „ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, კანდიდატის სტატუსი უკვე მოპოვებული გვექნებოდა და ახლა გაწევრიანებაზე იქნებოდა საუბარი“ (მერე რა, რომ დიდმა მიშელმა თქვა, 2030 წლამდე ეგ ყველასთვის ადრეაო?!). მთავარი თავის გასამართლებელი „არგუმენტი“ ნაცებმა ადრევე შეიმუშავეს: „თუ სტატუსი მოგვცეს, ეს ხალხის დამსახურება იქნება, თუ არ მოგვცეს − ხელისუფლების“. მართალია, ამ „არგუმენტის“ სისუსტესა და ალოგიკურობას თვითონვე გრძნობენ (თუ არ მოგვცეს სტატუსი, ე.ი. ხალხი არ ვიმსახურებთ?), მაგრამ სულ არარაობას, ქვეყნის წარმატების ასეთი ახსნა არ სჯობს? აბა ხელისუფლებას ხომ არ ჩააწერინებენ ქულებს?

მოკლედ, ეს შარლ მიშელი მგონი რუსეთუმეა, რადგან ნაცების გეგმების არევისა და „რუსული ოცნების“ პოზიციების გაძლიერების მეტს არაფერს აკეთებს. | წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში