მთავარი ამბავი

ზელენსკი უკრაინის მიმართ ნატოს მოსალოდნელ შეთავაზებას აბსურდულს და უპრეცედენტოს უწოდებს

0

„უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის მიუღებელი ფორმულირების გამო გაღიზიანებულია“, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, უკრაინა პატივისცემას იმსახურებს.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბრებს. ახლა, როდესაც ვილნიუსისკენ მივემართებით, ვიღებთ სიგნალებს, რომ კონკრეტული ტექსტი განიხილება უკრაინის მონაწილეობის გარეშე. უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის ნატოში მიპატიჟებისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისთვის და არც მისი ნატოს წევრად ქცევისთვის.

ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა გამოიყენება იმისთვის, რომ უკრაინის ნატოში წევრობა გამოყენებულ იქნეს რუსეთთან ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ნიშნავს მოტივაციას, რომ გააგრძელოს ტერორი. გაურკვევლობა სისუსტეა. მე ამის შესახებ ღიად ვისაუბრებ სამიტზე“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ცნობისთვის, ვილნიუსში 11-12 ივლისს ნატოს სამიტი იმართება.