ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ
უკრაინის სპეცსამსახურებმა, რელიგიური მოღვაწეები გამოავლინეს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობდნენ.
მთავრობას დაევალა, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანის კანონი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა, უკრაინაში აიკრძალება.
ამასთან, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა ჩაატაროს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, აქვს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.
“სამწუხაროდ, რუსულმა ტერორმა და ფართომასშტაბიანმა ომმაც კი ვერ დაარწმუნა ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, რომ აუცილებელია ბოროტების ცდუნების დაძლევა .
რასვიზამთ, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არცერთ ადამიანს არ ჰქონდეს უკრაინელებით მანიპულირების და უკრაინის შიგნიდან დასუსტების საშუალება – თქვა ზელენსკიმ.