პოლიტიკასხვადასხვა

ზელენსკი: ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ უკრაინას საარტილერიო ჭურვების მიწოდება „შეუმცირეს“

0

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასულ თვეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ მის ქვეყანას მთავარი საარტილერიო ჭურვების მიწოდება შეუმცირეს.

7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც „ჰამასი“ სამხრეთ ისრაელს თავს დაესხა, თელ-ავივს, რომელსაც ვაშინგტონი უზრუნველყოფს სამხედრო მხარდაჭერით, დაუნდობელი იერიშები მიაქვს ღაზის სექტორზე.
„მოწოდება შეგვიმცირეს“, − განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს და კონკრეტულად 155-მილიმეტრიან ჭურვებზე მიუთითა, რომლებსაც უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე დიდი რაოდენობით იყენებს.

თითქმის ორწლიანი ინტენსიური საარტილერიო ბრძოლების შემდეგ რუსეთი და უკრაინა ჭურვებით საკუთარი მარაგების შევსებას ცდილობენ

„ისე არ არის, როგორც აშშ-ში განაცხადეს: ჩვენ უკრაინას არ ვუგზავნით. არა! უბრალოდ, ყველა  საკუთარი თავისთვის (მარაგებისთვის) იბრძვის“, − განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
„ესაა ცხოვრება. არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ესაა ცხოვრება და ჩვენ ჩვენი უნდა დავიცვათ“.
თითქმის ორწლიანი ინტენსიური საარტილერიო ბრძოლების შემდეგ რუსეთი და უკრაინა ჭურვებით საკუთარი მარაგების შევსებას ცდილობენ.
სამხრეთ კორეაში იუწყებიან, რომ რუსეთის მოკავშირე ფხენიანი მოსკოვს სატელიტური ტექნოლოგიების შესახებ რჩევების სანაცვლოდ მილიონ საარტილერიო ჭურვს გაუგზავნის, რათა რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გააძლიეროს.
რამდენიმე დღის წინ გერმანიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირმა ვერ განახორციელა დასახული ერთწლიანი მიზანი, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნოს, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი მთელი ძალებით ცდილობს კიევის იარაღით უზრუნველყოფას.
„ამჟამად საწყობები დაცარიელებულია ან არსებობს კანონიერი მინიმუმი, რომლის თანახმად კონკრეტული სახელმწიფო ვერ მოგაწვდით“, − განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ომი ჩიხში შევიდა

„ეს საკმარისი არ არის“, − დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზემოთქმულის მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მცდელობა შეუქო, რომელიც მათ წარმოებას ზრდის.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მნიშვნელოვანი ტერიტორიული წინსვლისთვის არ მიუღწევია. ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ ომი ჩიხში შევიდა.

https://www.thedefensepost.com/2023/11/17/artillery-deliveries-ukraine-decreased/?expand_article=1