პოლიტიკასხვადასხვა

ზელენსკი „ბლექროკის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. გლობალისტებს რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული მომგებიანი კონტრაქტების ხელიდან გაშვება არ სურთ

0

8 მაისი, 2023 წ.

გასულ კვირას კიევში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ‘ბლექროკის’ (BlackRock) ხელმძღვანელობას შეხვდა. შევხედრისას მხარეებმა ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის აღდგენისთვის საჭირო მსხვილი ფონდის დაფუძნების საკითხი განიხილეს.
პარასკევს ‘ბლექროკის’ ვიცე-თავმჯდომარე ფილიპ ჰილდებრენდთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს სხდომა „საინვესტიციო კლიმატის გაძლიერების შესახებ ძლიერ სიგნლს“ აგზავნის.
„უკრაინის ეკონომიკის აღდგენის მიზნით საინვესტიციო ფონდის შექმნის დეტალები მსოფლიოში აქტივების მმართველი უმსხვილესი კომპანიის, ‘ბლექროკის’, მენეჯმენტთან შეხვედრისას განვიხილეთ. ფონდის შექმნის მთავარი მიზანი უკრაინაში ფართომასშტაბიანი ბიზნესპროექტების განსახორციელებლად კერძო და საჯარო კაპიტალის მოზიდვაა“, – დაწერა ზელენსკიმ ‘ტელეგრამზე’.
‘ბლექროკი’, რომელიც მსოფლიოში დადებითი რეპუტაციით არ სარგებლობს, ESG-ის (Environmental Social Governance) საკამათო პროექტს უჭერს მხარს. კომპანიამ, რომელსაც ხშირად ჩინეთის კომუნისტური პარტიის სოციალური კრედიტის სისტემას ადარებენ, განაცხადა, რომ უკრაინის განვითარების ფონდს დაეხმარება.
„ეს ისტორიული მომენტია თუ არა უდიდესი შესაძლებლობა კერძო და საჯარო სექტორების გაერთიანებისა იმ დროს, როცა ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა შემდგომ განვითარებაში შეიძლება კატალიზატორის როლი შეასრულონ“, – ამის შესახებ, როგორც CNBC-ი იტყობინება, ფილიპ ჰილდებრენდმა განაცხადა.
გლობალისტები მოუთმენლად ელიან, რომ უკრაინის აღდგენით ჯიბეებს კიდევ უფრო გაისქელებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ევროპელი ლიდერები აქტიურობენ, რომლებიც თავიანთი ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას კიევთან რეკონსტრუქციის შესახებ კონტრაქტების გაფორმებით ცდილობენ.
2023 წლის იანვარში შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ ‘მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის’ ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციით ბიზნესი მოგებას მიიღებს და განაცხადა, რომ „უკრაინის ეკონომიკური სასწაულით“ გერმანული ბიზნესი ფინანსურ სარგებელს უნდა ელოდეს.
გერმანიის მემარცხენე კანცლერის თქმით, უკვე წარმოიდგინა, რომ გერმანული კომპანიები „უკრაინის გრძელვადიან რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ მარშალის გეგმის“ ავანგარდში იქნებიან.
„აქ მთავარ როლს კერძო სექტორის კაპიტალი შეასრულებს. ვიცი, რომ გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ ბევრმა კომპანიამ კარგად უწყის იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც შეიძლება უკრაინის ეკონომიკურმა სასწაულმა შესთავაზოს“, – დასძინა შოლცმა.
გასულ თვეში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ, რომელიც ზელენსკის მთავრობის მხარდაჭერის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა, რომში ორმხრივი კონფერენცია გამართა, რომელსაც მრავალი იტალიელი და უკრაინული ბიზნესმენი ესწრებოდა. შეხვედრაზე იტალიის პრემიერმა ევროკავშირს უკრაინის მიღების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა.
თავის მხრივ, ზელენსკი უკვე დიდი ხანია ხაზს უსვამს იმ ბიზნესშესაძლებლობებს, რომლებიც მოკავშირეებს ომის დასრულების შემდეგ ელოდებათ. უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა, რომ ქვეყნის აღდგენის სავარაუდო ღირებულება უკვე ტრილიონ აშშ დოლარს ასცდა.
ზელენსკიმ, რომელიც დიდი ხანია, რაც ‘ბლექროკსა’ და სხვა პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობს, განაცხადა: „უკრაინის რეკონსტრუქციის ზოგადი პროექტი ევროპაში ჩვენი დროის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი იქნება, რომელიც რამდენიმე თაობის განმავლობაში გაგრძელდება“.

წყარო: https://is.gd/n5SmH3