„სანამ ჯო ბაიდენზე ვისაუბრებთ, მოდით მასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს შევეხოთ. არასოდეს მინახავს, რომ ვინმეს საკუთარი ძმისგან 200 ათასი დოლარის ღირებულების ჩეკი მიეღოს. იცით, მიყვარს ჩემი ძმები, მართლა მიყვარს, მაგრამ ისინი 10 დოლარიან ჩეკსაც კი არ მომცემენ. მსგავსი არაფერი მინახავს. არასოდეს მინახავს ადმინისტრაცია, რომელიც შეგნებულად უთვალთვალებს ამერიკელ ხალხს და ახშობს ამერიკელი ხალხის ხმას. არასოდეს მინახავს ადმინისტრაცია, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს პრეზიდენტის შვილის დანაშაულების დაფარვის უფლებას აძლევს. ზედამხედველობის კომიტეტში გამოძიების ფედერალური ბიუროს 40 აგენტი მოვიდა და განაცხადეს, რომ მათი დაწყებული გამოძიებები ვიღაცამ დაბლოკა. დიახ, ეს გვითხრეს. პენსილვანიაში ფედერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ სტანდარტული საგამოძიებო პროცედურები, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელობამ და იუსტიციის დეპარტამენტმა შეწყვიტეს. ვიცი, ყოველთვის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჩნდება კითხვა – რას ვაკეთებთ იმისთვის რომ პასუხი აგონ. მეკითხებიან, რას აპირებთ ბაირონ? გეუბნებით, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურასთან.“ – განაცხადა ბაირონ დონალდსმა ჟურნალისტებთან საუბრისას