სივრცე X

ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩი X-ში ეხმიანება

0

სომხეთის საგანგებო დავალებათა ელჩის, ედმონ მარუკიანის, განცხადებით, ახლა შეერთებული შტატების გადასაწყვეტია, თუ რა ზომებს მიიღებს ყარაბაღში სიტუაციის დასარეგულირებლად.

„ახლა შეერთებული შტატების გადასაწყვეტია, თუ რა ზომებს მიიღებს აგრესიისა და ხაფანგში მოხვედრილ და მოშიმშილე ადამიანებზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად“, – წერს სომეხი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ X-ში.