უკრაინა ხორვატიის მოკავშირე არ არის, თუმცა ამის დაჯერებას გვაიძულებენ, განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა.
ამ სიტყვებით გამოეხმაურა ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის ინიციატივას, რომელმაც ხორვატიაში უკრაინელი მებრძოლების მომზადების შესახებ განცხადება გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, „პლენკოვიჩი, სოციოპათივით პარლამენტში შეიჭრა“ და უკრაინელი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებით წინადადება წარმოადგინა. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ პლენკოვიჩის მთავრობა ოპონენტებს მუდმივად ადანაშაულებს და ჭკუას არიგებს.
„თქვენ სავსებით ამორალური ადამიანი ხართ. წადით უკრაინაში და იბრძოლეთ“, – განაცხადა მილანოვიჩმა.
კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ხორვატია იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც არ სურთ ევროკავშირის მისიაში მონაწილეობის მიღება, რაც უკრაინელი სამხედროების მომზადებას უკავშირდება, პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.
„უკრაინა ხორვატიის მოკავშირე არ არის, თუმცა ამის დაჯერებას გვაიძულებენ“.
მილაოვიჩმა, ხორვატიის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებით, ოქტომბერი უარი განაცხადა. მისი თქმით, ნატოში უკრაინის ადგილი არ არის.
მილანოვიჩმა უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა და განაცხადა, რომ ამას არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიულობასთან.
პრეზიდენტის სიტყვების გამო ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა, კიევს მოუბოდიშა.
წყარო: https://is.gd/NNOgpC