მთავარი ამბავი

ხორვატიის პრეზიდენტი: აშშ და ნატო რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს უკრაინის მეშვეობით აწარმოებენ

0

15 იანვარს ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა, განაცხადა, რომ აშშ და ნატო უკრაინას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მარიონეტულ ომში იყენებენ.

პრეზიდენტის სიტყვებს  საინფორმაციო სააგენტო HINA ციტირებს: „ვაშინგტონი და ნატო რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტულ ომს უკრაინის დახმარებით აწარმოებენ“.

ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, გეგმა არ შეიძლება იყოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გადაყენება და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რადგან სანქციები სისულელეა და დასავლეთი ამით ვერაფერს მიაღწევს.

„მათ სანქციებით სლობოდან მილოშევიჩიც კი ვერ გატეხეს. ისინი სულ ომობენ. და მე ამერიკის მონა უნდა ვიყო?“ – აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.

მილანოვიჩის თქმით, ევროკავშირი თავის ისტორიაში პირველად ჩაერთო ომში და ეს ეწინააღმდეგება მისი ფუნქციონირების ხელშეკრულებას, რადგან ის ითვალისწინებს მხოლოდ მისიების განხორციელებას ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ზორან მილანოვიჩმა ხორვატიაში უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე უარი განაცხადა.

წყარო: https://is.gd/CZzxXe