მთავარი ამბავი

უკრაინელთა უმეტესობა ზელენსკის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს

0

14 აგვისტო, 2023 წ.

ორი უკრაინული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, უკრაინის მოქალაქეების 75 პროცენტზე მეტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უშუალოდ არის პასუხისმგებელი მთავრობასა და სამხედრო ადმინისტრაციებში გავრცელებულ კორუფციაზე.

,,პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” (PCSC) დახმარებით ,,დემოკრატიული ინიციატივების ფონდისა” (DIF) და ,,კიევის საერთაშორისო სოციოლოგიური ინსტიტუტის” (KIIS) მიერ ჩატარებულმა ერთობლივმა სოციოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა 77,6 პროცენტი ქვეყნაში გამეფებულ კორუფციაში უკრანის პრეზიდენტს ადანაშაულებს. საომარი მოქმედებების დროს ზელენსკიმ ძალაუფლება განიმტკიცა, – იუწყება პორტალი NEWS UA.

კვლევის შედეგების მიხედვით, უკრაინელთა აბსოლუტური უმეტესობა ძალიან უნდობლად უყურებს ევროკავშირსა და NATO-ს. გამოკითხულთა 71 პროცენტის თქმით, NATO და ევროკავშირი მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და უკრაინას უბრალოდ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ.

კვლევის შედეგებზე საუბრისას სოციოლოგმა პეტრო ბურკოვსკიმ, რომელიც ,,დემოკრატიული ინიციატივების ფონდის” დირექტორია, აღნიშნა: „პრობლემების გადაწყვეტის გაჭიანურება ადამიანებს გამარჯვების რწმენას უკარგავს, რაც პრეზიდენტის რეპუტაციაზეც აისახება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მთავრობასა და სამხედრო ადმინისტრაციაში გამეფებულ კორუფციაზე მოქალაქეთა 77,6 პროცენტი პასუხისმგებლობას უშუალოდ პრეზიდენტს აკისრებს“.

ბურკოვსკიმ ისიც აღნიშნა, რომ „გავრცელებული არგუმენტი, ვითომც ხელისუფლებას ყველაფრისთვის დრო არ რჩება“, უბრალოდ აღარ მუშაობს. ომის დაწყებიდან 16 თვე გავიდა და თავს ვეღარ გაიმართლებენ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ზომებს არ იღებენ დანაშაულის აღმოსაფხვრელად და არ ებრძვიან გულგრილობასა და არაკომპეტენტურობას.

მოქალაქეებს ყოველდღიურად უმყარდებათ რწმენა, რომ სახელმწიფოს, რომელსაც ზელენსკი უდგას სათავეში, „საკმარისი დრო ჰქონდა ყველაფრის გასაკეთებლად, ყველაფერი უნდა გაეკეთებინა კორუფციასთან საბრძოლველად, გამოეყენებინა ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც ომის დროს მიიღო“.

გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ ოთხი უკრაინელიდან თითქმის სამი (72.9%) მხარს უჭერს დაჭრილი ჯარისკაცების შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებას, ასევე მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად ადეკვატური კომპენსაციების გამოყოფას.

გამოკითხვაში, რომელიც 135 უკრაინულ დასახლებაში ჩატარდა, 2011 ადამიანი მონაწილეობდა.

კვლევის შედეგები რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი, სანამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა იმ სკანდალის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, რეკრუტერები (ვისაც ადამიანების გადაბირება ევალება) ქრთამის სახით დიდი რაოდენობით ფულს იღებდნენ. ამის შესახებ The European Conservative-ი იტყობინებოდა.

„ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს თანამდებობიდან ვუშვებთ. ამ სისტემას ის ადამიანები უნდა მართავდნენ, რომლებმაც ზუსტად იციან, რა არის ომი და რატომ არის ომის დროს ცინიზმი და მექრთამეობა სახელმწიფო ღალატი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

„ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო: ჯარი არ სჯის და არც არასოდეს დასჯის სისხლის სამართლის დამნაშავეებს. თანამდებობის პირები, რომლებსაც სამხრეები და ბენეფიტები ერთმანეთში აერიათ, აუცილებლად წარდგებიან სასამართლოს წინაშე“, – დასძინა ზელენსკიმ.

https://europeanconservative.com/articles/news/majority-of-ukrainians-blame-zelensky-for-government-corruption/

https://newsua.one/news-blogs/87562.html