29 მაისი, 2023 წ.
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ North Face-ის რეკლამას, რომელშიც დრაგ ქუინი ცისარტყელასფერებიან სპორტულ ტანსაცმელშია გამოწყობილი, ხალხის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკელებმა მსგავსი ბოიკოტი უკვე გამოუცხადეს Bud Light-სა და Target-ს. თუმცა, როგორც ჩანს, სპორტული და მთის ტანსაცმელების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ ეს ბოიკოტი კარგად ვერ გააცნობიერა.
„გამარჯობა, მე პეტი გონია ვარ, ნამდვილი ჰომოსექსუალი. დღეს აქ North Face-სთან ერთად ვარ. ჩვენ აქ ვართ და ბუნებაში გეპატიჟებით!“, – განაცხადა დრაგ ქუინმა და თვითგამოცხადებულმა გარემოსდამცველმა, პეტი გონიამ, North Face-ის რეკლამაში.
„გვსურს, რომ ამ პატარა ტურს სიამაყის ზაფხული ვუწოდოთ. ეს ტური მოიცავს ყველაფერს: ლაშქრობას, თემს, ხელოვნებას, ლესბოსელებს, ხელოვან ლესბოსელებს. შარშან ჰომოსექსუალებმა მთელი ქვეყანა მოვიარეთ და ‘პრაიდი’ აღვნიშნეთ“.
რეკლამას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა:
„ბუდვაიზერისგან ვერაფერი ისწავლეთ?“
„სექსუალური უპირატესობის გამოვლენა საჭირო არ არის, რათა ბრენდებმა თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“.
„ყველაფერს სწრაფად ითვისებთ. თქვენ იმ დღის წესრიგს უჭერთ მხარს, რომელიც თქვენი კლიენტების უმრავლესობის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, კლიენტებს დაკარგავთ. საფლავს საკუთარი ხელით ითხრით, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს“.
უკვე მეორე წელია, რაც North Face-ი თავისი ბრენდის სახედ პეტი გონიას ირჩევს.
Twitter-ის მომხმარებლების დიდი რაოდენობა ბოიკოტს უცხადებს ბრენდს.
ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ კლიენტები ბოიკოტს უცხადებენ Bud Light-ს, Target-სა და სხვა ბრენდებს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში შეტანილმა პირველმა შესწორებამ კორპორაციებს სიტყვის თავისუფლება მიანიჭა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ თუ მათი პოლიტიკური იდეოლოგია კლიენტების შეხედულებებს არ შეესაბამება, მაშინ ხალხსაც აქვს იმის უფლება, რომ თავისი აზრი გამოხატოს. ამიტომ კორპორაციებმა თავი შორს უნდა დაიჭირონ იდენტურობის პოლიტიკისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოიკოტი მოელით.