ევროკავშირის ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, შავი ზღვის ფსკერზე საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული ელექტროსადენის გასაყვანად 2,3 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება, – დაწერა ‘ტვიტერის’ საკუთარ გვერდზე ევროკომისარმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ.
„ელექტროსადენი საქართველოსა და მთელ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს და ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
შავი ზღვის ფსკერზე ჩადებული ელექტროსადენი საქართველოსა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი) მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომის საშუალებას მისცემს, ხოლო საქართველოდან (სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან) ევროპის ქვეყნებში მწვანე ენერგიის ექსპორტს შეუწყობს ხელს.
წყარო: https://is.gd/PqBoXa