არჩევნები ამერიკაშისხვადასხვა

„წითელი ტალღა,“ რომელმაც იმედები ვერ გაამართლა

0

კონსერვატიული პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისა” გთავაზოთ გამოცემა “The American Coonservative” – ის მთავარი რედაქტორის როდ დრეჰერის პირველ შეფასებას ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებით

ამ დილას ლონდონში გავიღვიძე და იმედი მქონდა, უბრალოდ იმედი კი არ მქონდა, ველოდი კიდეც ახალ ამბებს იმაზე, რომ „წითელი ტალღა“ იმ ამერიკის ნაპირებს შეასკდებოდა, რომელსაც ლიბერალური აქტივიზმის მიმდევარი დემოკრატები ყელში ჰქონდა ამოსული. იმედი გამიცრუვდა. საუბარი „წითელი ტალღის“ შესახებ, სულელური ბჟუტური გამოდგა. ახლა, როცა ამას ვწერ, ჯერ კიდევ არ ვიცით, ვინ აკონტროლებს სენატს. თუმცა, ის უკვე ვიცით, რომ პენსილვანიის შტატში ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ტვინდაზიანებულმა დემოკრატმა დაამარცხა. ეს რაღაცის მთქმელია. სინამდვილეში, ეს ბევრის მთქმელია.
ახლა შევხედოთ არჩევნების იმ ორ შემთხვევას, რომლებიც მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა – დესანტისის ფლორიდის შტატის გუბერნატორზე განმეორებით არჩევა და ჯი.დი. ვანსის ოჰაიოს შტატის გუბერნატორად არჩევა – ორივე შტატში პროცესები ისე წარმიმართა, როგორც მე მინდოდა. სენატორო ვანს! კარგად მახსოვს 2016 წელს TAC-ისთვის მიცემული ეს ინტერვიუ,  რომელმაც TAC-ის სერვერი ისე გადატვირთა, რომ მწყობრიდან გამოიყვანა და ჯი.დეის. წიგნს უზარმაზარი წარმატება მოუტანა. ამის შემდეგ ჩვენ დავმეგობრდით. ეს არის ის ინტერვიუ, რომელიც მე ჯი.დეის. მისი კათოლიკობაზე მოქცევიდან უმოკლეს ხანში ჩამოვართვი. შემიძლია დავადასტურო, რომ ჯი.დეი. ვანსი კარგი კაცია და ვფიქრობ, რომ ის მაგარი სენატორი იქნება და ერთ დღეს შეიძლება პრეზიდენტიც გახდეს. ღმერთი არს მასთან!

წუხელ ფლორიდის შტატში შთამბეჭდავი გამარჯვების შედეგად დესანტისი კონსერვატიული მოძრაობის მეთაურად გვევლინება. გამარჯვების შემდეგ მისი სიტყვა ამაღელვებელი იყო. აქ ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთო: რამხელა სხვაობაა დესანტისს – კონსერვატორს, რომელიც საქმეს რეალურად აკეთებს და იმარჯვებს – და იმ დონალდ ტრამპს შორის, რომლის კანდიდატებიც (სენატორად ახლად არჩეული ვანსის გამოკლებით) სამშაბათს ჩაფლავდნენ.
სამშაბათს იმ ქვეყანაში გამართული არჩევნების შედეგები, რომელიც მაღალი დონის დანაშაულითა და ინფლაციით გამოირჩევა, კონსერვატორი ამომრჩევლებისთვის დიდი ნიშანი იყო: მემარჯვენეები რაც უფრო ბევრი დაუჭერს მხარს ჰაერზე მოლაპარაკე ყბედ ტრამპს, მით უფრო მეტად წავაგებთ. ვაღიარებ, რომ ტრამპის ხელდასხმით ჯეი.დი.ვიმ. ოჰაიოს შტატის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში გაიმარჯვა და ამისთვის მადლობელი ვარ. მაგრამ ამერიკული კონსერვატიზმის მომავალი დონალდ ტრამპთან არ არის.
მინდა ტვიტერზე მეტ უოლშის განცხადებები გავიზიარო:
არ არის საკმარისი სიმამაცე, მნიშვნელოვან პრობლემებთან რქებით დაჯახებისთვის. გენდერული იდეოლოგიის რისხვასთან ბრძოლა მეტ უოლშს, ქრის რუფოს, „ტიკტოკის ლიბერალების“ (Libs of Tiktok) ანგარიშის ოპერატორს და სხვებს ერგოთ წილად. დესანტისის გამოკლებით, ლიბერალთა აქტივიზმთან შებრძოლების სურვილი სხვა არცერთ მნიშვნელოვან არჩეულ რესპუბლიკელ პოლიტიკოსს არ ჰქონია. ვერ გამიგია, რატომ? ქვეყანა ინგრევა, ლიბერალები იმ ტოტალიტარისტებად გადაიქცნენ, რომელთაც მიზანში ბავშვები ამოიღეს, და რესპუბლიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობას ცერა თითი უკანალში გაურჭვია და თავს იმით იმშვიდებს, რომ „ბოლო-ბოლო, ის სხვა ტიპები ჩვენ ხო არ ვართ.“ არა, დაივიწყეთ. ეს დამთავრებულია.
„მოდი, ამერიკა ისევ მაგარი გავხადოთ“ ლოზუნგის თავგადაკლულ მომხრეებს ვეტყოდი: მართლა ეს გინდათ? რესპუბლიკური პარტია, რომელსაც დემოკრატების გაწკეპვლის თავი უაღრესად ხელსაყრელ მომენტშიც კი აღარ აქვს? იმიტომ, რომ ამას მიიღებ, თუ ისევ ტრამპის მომხრე დარჩები. მოგწონს თუ არა, ბევრი დამოუკიდებელი ამომრჩეველი ამ ტიპს უბრალოდ ვერ იტანს და ეს არასოდეს შეიცვლება. ჩემნაირი კონსერვატორები 2024 წელს მას ხმას მხოლოდ იმიტომ მისცემენ, რომ პრეზიდენტის ოფისიდან დემოკრატები გაიყვანონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ხმის მიცემისას მეცოდინება, რომ მე შემოვხაზავ იმ ბაქიბუქას, ვინც ბევრს ლაპარაკობს და ცოტას ან არაფერს აკეთებს, ვინაიდან დე სანტისისგან განსხვავებით, რომელიც გუბერნატორის ფუნქციებს რეალურად შეასრულებს, ტრამპი კეკლუცობისა და საკუთარ თავზე ლაპარაკის გარდა სხვა არაფერს გააკეთებს.
მაგრამ როგორც სთაქი და უოლში ამბობენ, ნორმალ „რესპუბლიკელების პარტია“ ამომრჩეველს სხვას ვერაფერს სთვაზობს გარდა იმის თქმისა, რომ ის „დემოკრატების პარტია“ არ არის. ეს ბევრი ჩვენგანისთვის საკმარისია, მაგრამ დიდი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის და გამარჯვების დამსახურებისთვის ხომ საერთოდ არა.
ამერიკული პოლიტიკური კონსერვატიზმის მომავალი რონ დესანტისს, ჯეი.დი. ნანსს, და მათნაირ ნაციონალ-კონსერვატიული სტილის რესპუბლიკელებს ეკუთვნის და არა „მოდი, ამერიკა ისევ მაგარი გავხადოთ“ ლოზუნგის მომხრეებს; არა ტრამპამდე რესპუბლიკელების პარტიის ესტაბლიშმენტის ბულვარკის დაჯგუფებიდან შემორჩენილ დამწუხრებულ ტიპებს.
დამატებით ინფორმაციას ჯორჯიისა და არიზონას შტატებიდან ახალი ამბების მიღების შემდეგ მოგაწვდით. დიდი იმედი მაქვს, რომ ბლეიკ მასტერსი და კარი ლეიკი გაიმარჯვებენ. ბოლოსდაბოლოს, წარუმატებელი სტეისი აბრამსის და ბეტო ო’რურკის მოსმენა მაინც აღარ მოგვიწევს.