16 ივლისი, 2023 წ.
Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ნილ პატელი ახალი მედიაკომპანიის დასაფუძნებლად ფინანსების მოძიებას ცდილობენ, რომელიც შესაძლოა Twitter-ზე განთავსდეს, − ამის შესახებ პარასკევს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია.
კარლსონი და პატელი იმედოვნებენ, რომ კომპანიის დასაფინანსებლად ასობით მილიონ აშშ დოლარს მოუყრიან თავს, − ნათქვამია სტატიაში, რომელიც ამ საკითხის შესახებ საქმის კურსში მყოფი ადამიანების სიტყვებს ეყრდნობა.
კომპანია წარმოადგენს უფასო ვიდეოების უფრო ხანგრძლივ ვერსიებს, რომლებსაც კარლსონი Fox News-ის დატოვების შემდეგ რეგულარულად აქვეყნებს ილონ მასკის Twitter-ზე. თუმცა, სტატიის თანახმად, საბოლოო ჯამში გამოწერებზე იქნება დამოკიდებული.
კარლსონმა Reuters-ის შეკითხვას მაშინვე არ უპასუხა, პატელთან დაკავშირება კი ვერ მოხერხდა.
კარლსონისა და Fox News-ის გზები აპრილში მას შემდეგ გაიყარა, რაც Fox-ის დედობილმა კომპანია Fox Corp-მა სასამართლო პროცესის დასარეგულირებლად 787.5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ამბების მაუწყებელმა კომპანიამ ცილი დასწამა Dominion Voting Systems-ს, ვითომც 2022 წლის არჩევნებისას ტყუილებს ავრცელებდა. სასამართლო პროცესზე მთავარ როლს ტაკერ კარლსონი ასრულებდა.
მაისში Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამერიკელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ამ პლატფორმაზე „მალე“ განაახლებდა თავის შოუს. კარლსონის ახალი შოუს პირველმა ეპიზოდმა Tucker on Twitter-მა ივნისში იხილა დღის სინათლე.