პოლიტიკასხვადასხვა

ვიქტორ ორბანი – უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის, აუცილებელია აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის დაბრუნება

0

“დაბრუნდით ბატონო ბრეზიდენტო, დაუბრუნეთ ამერიკას დიდება და მოუტნეთ მსოფლიოს მშვიდობა”- ამ სიტყვებით მიმართა დონალდ ტრამპს უნგრეთის პრემიერმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული კონფერენციიდან.
მან ასევე განაცხადა, რომ ე.წ. “პროგრესული საგარეო პოლიტიკა” მუდმივად უბიძგებს უნგრეთს ჩაერთოს ომში.
“ყველაფერი იწყება, თავისუფლებაზე ხმამაღალი განცხადებებით, გრძელდება ლიბერალური იდეოლოგიით ადამიანის გადაკეთებით და საბოლოოდ გადაიზრდება ქაოსში” – თქვა ორბანმა საკუთარ სიტყვაში.