პოლიტიკასხვადასხვა

ვიქტორ ორბანი: „ომში, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს, ბოლო სიტყვა ამერიკელებს ეკუთვნით“

0

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობა „საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ომი აარიდოს“. ორბანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომში გადაწყვეტილებას მხოლოდ ვაშინგტონი იღებს.
„არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ უნგრეთს ამ ომში ჩართვა აიძულონ. მიზნის მისაღწევად მათ საშუალებები არ აქვთ“, – განაცხადა ორბანმა.
„ჩვენს მეზობელ უკრაინაში უნგრელებიც ცხოვრობენ. ისინი სამხედრო სამსახურში იძულებით გაიწვიეს, ფრონტზე ასობით უნგრელი კვდება“, – დასძინა პრემიერმა. უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია აპროტესტებს ამ ქმედებას და კიევს პრეტენზიებიც კი წაუყენა.
„ევროპამ დებატებზე უარი თქვა. ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებებში მე უფრო ხშირად ამერიკის ინტერესებს ვხედავ, ვიდრე ევროპის“. ორბანმა იმასთან დაკავშირებითაც გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ვაშინგტონმა ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვთან კონფრონტაციაში ჩაითრია.
„ომში, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს, ბოლო სიტყვა ამერიკელებს ეკუთვნით“, – ხაზი გაუსვა ორბანმა.
სულ ახლახან უნგრეთმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხმის მიცემაზე თავს იკავებს.
Associated Press-ის სტატიის მიხედვით, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, „დაყოვნება, რომლის თანახმადაც ხმის მიცემა ორი კვირით გადაიდო, სანამ 20 მარტს საპარლამენტო სესია დაიწყება, უკავშირდება იმას, რომ უნგრეთი თურქეთის გარდა, ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია დასავლეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ ამ ორი სკანდინავიური ქვეყნის წინადადებები“.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იგი პირადად მომხრეა, რომ ეს ორი ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს, თუმცა ამტკიცებს, რომ სტოკჰოლმმა და ჰელსინკმა უნგრეთის შესახებ „მტკნარი სიცრუე გაავრცელეს“, რამაც მისი პარტიის დეპუტატებს კითხვები გაუჩინა დაამტკიცონ თუ არა მათი წინადადებები.

წყარო: 
1. https://is.gd/ojsva9
2. https://is.gd/uEQD2N
3. https://is.gd/v9VPva