საზოგადოებასხვადასხვა

ვატიკანის წითელი ხაზი: რომის პაპი ფრანცისკე უარს ამბობს გენდერულ იდეოლოგიაზე

0

რომის პაპმა გენდერულ იდეოლოგიას „ერთ-ერთი ყველაზე საშიში იდეოლოგიური კოლონიზაცია“ უწოდა, რადგან იგი „ბიოლოგიურ განსხვავებებსა და ქალისა და მამაკაცის ღირებულებას ამახინჯებს“.
პონტიფიკოსმა ამის შესახებ 10 მარტს არგენტინულ გაზეთ La Naciòn-თან ინტერვიუში განაცხადა.
მას შემდეგ, რაც კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, ფრანცისკე ხშირად იყენებს ტერმინს „იდეოლოგიური კოლონიზაცია“, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს ეხება იმ ცალკეულ ფაქტებს, როდესაც განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარება პირობითია, ანუ თუ კონტრაცეპტივების გამოყენების, აბორტისა და სტერილიზაციის ნებას მისცემენ, ასევე თუ მოიწონებენ გენდერული იდეოლოგიის გავრცელებას მათ ქვეყნებში.
2016 წელს ფრანცისკემ პოლონელ ეპისკოპოსებს უთხრა: „დღეს ბავშვებს სკოლაში ასწავლიან, რომ ყველას შეუძლია სქესის არჩევა. რატომ ასწავლიან ამას? იმიტომ, რომ წიგნებით ის ადამიანები და ინსტიტუტები გამარაგებენ, რომლებიც ფულს გაძლევენ. იდეოლოგიური კოლონიზაციის ამ ფორმებს გავლენიანი ქვეყნებიც უჭერენ მხარს. ეს საშინელებაა!“.
პონტიფიკოსის თქმით, „მთელი კაცობრიობა ბიოლოგიური განსხვავებების კონფლიქტია“, რომლის მეშვეობითაც იგი უნდა „იზრდებოდეს“. სქესის საკითხი ამ განსხვავებებს გააქრობს, რადგან იგი სამყაროს „ერთნაირსა და მოსაწყენს გახდის, ყველა ერთმანეთს დაემსგავსება. ეს კი ეწინააღმდეგება ადამიანის დანიშნულებას“.
„ზოგიერთი ადამიანი ცოტა გულუბრყვილოა და სჯერა, რომ ეს პროგრესისკენ მიმავალი გზაა და ვერ ანასხვავებს რა არის სქესობრივი მრავალფეროვნების პატივისცემა ან მრავალფეროვანი სქესობრივი შეხედულებები, რომლისგანაც უკვე წარმოიშვა გენდერის ანთროპოლოგია“, – დასძინა რომის პაპმა.
პონტიფიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანსხვავებს „სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან აღმზრდელობით მუშაობასა და გენდერულ იდეოლოგიას [მიღებას]“, რადგან ეს „ორი სხვადასხვა რამ არის“.
ცოტა ხნის წინ რომის პაპმა იმ კანონების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლებიც ერთნაირსქესიან წყვილთა ურთიერთობებს დანაშაულად მიიჩნევს და მხარი დაუჭირა მათ გაუქმებას.

წყარო: https://is.gd/osBsdD