საზოგადოებასხვადასხვა

ვაშინგტონტაიმსი, ევერეტ ფაიფერი – მორწმუნე ქრისტიანებს უკვე ფაშისტებად და ტერორისტებად აცხადებენ

0

ავტორი: ევერეტ ფაიფერი

რომ ეკითხათ თუ რომელი მსოფლმხედველობა წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთა სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და კაცობრიობის განვითარებისთვის რას უპასუხებდით? თქვენი პასუხი იქნებოდა – მარქსიზმი და მისი შემდგომი პროგრესი, რომელმაც 100 მილიონი ადამიანის (კაცის, ქალისა და ბავშვის) სიცოცხლე შეიწირა.
იქნებოდა ეს, მესამე რაიხის სოციალიზმი და მილიონობით ებრაელი, რომლებიც „სკონცენტრაციო ბანაკებში“ – ოსვენციმი, ბერგენ-ბელზენი, დაჰაუ და ბუხენვალდი – დახვრიტეს? ან იქნებ იტყოდით, რომ ეს არის რადიკალური ისლამი და ‘ბოკო ჰარამის’, ‘ალ ქაიდას’, ‘აბუ საიაფის’ ან ‘თალიბანის’ ჩადენილი სისხლისმღვრელი ტერორისტული აქტები? ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება მიუთითოს ‘კუ-კლუქს კლანის’, ‘შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანიას’, ‘ანტიფასა’ და ‘არიული საძმოს’ გამოვლენილ თუ ჩადენილ არაერთ რასობრივ სიძულვილსა და ძალადობაზე.
ვინ დაიკავებდა პირველ ადგილს თქვენს სიაში? თქვენი აზრით, რომელი ორგანიზაციები არიან მსოფლიოში ყველაზე საშიში? რას ფიქრობთ, რომელ ფილოსოფიურ მიმდინარეობებს უნდა ადევნონ თვალყური ან თუნდაც გააკონტროლონ, რადგან ისინი აშკარად ემუქრებიან ადამიანთა სიცოცხლესა და კეთილდღეობას? ახლა თუ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური ან აკადემიური სავარჯიშოა, ჩათვალეთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, (UN) ჩვენმა საუკეთესო სპეციალისტებმა ამ კითხვას უკვე გასცეს პასუხი.
მათი აზრით, ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა – ბიბლიური ქრისტიანობაა. რწმენისა და ქცევის ერთ-ერთი გზა, რომელიც მათი აზრით, უნდა ჩაახშონ და გააჩუმონ, რადგან საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას.
თქვენ ამბობთ, რომ ეს გაზვიადებული და გადაჭარბებულია? კეთილი, იფიქრეთ ამაზე, რომლის შესახებაც გასულ კვირას შერილ ქეი. ჩამლიმ ‘ვაშინგტონ თაიმსის’ (The Washington Times) ფურცლებზე განაცხადა. „გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოახლოებულ 53-ე შეხვედრაზე გაერო მზადაა გამოაქვეყნოს ანგარიში ლგბტქ დღის წესრიგსა და რელიგიურ სწავლებებს შორის თითქოსდა არსებულ წინააღმდეგობებზე“, განაცხადა ქ-ნმა ჩამლიმ. ეს უკანასკნელი გაეროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას ციტირებს: „სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (SOGI) საფუძველზე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი მოგვახსენებს იმის შესახებ თუ როგორ დავიცვათ ის ადამიანები ძალადობისგან, რომლებიც ლგბტქ თემთან აიგივებენ თავს“.
ვინ დაიკავებს პირველ ადგილს მოძალადე ექსტრემისტების სიის სათავეში, რომელსაც ‘ექსპერტები’ შეადგენენ? ამის შესახებ გაერო გვპასუხობს: SOGI-ის დამოუკიდებელი ექსპერტი შეისწავლის სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეთიკურ დინამიკას სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირთა ადამიანის უფლებებსა და ადამიანის უფლებას შორის, რომელიც უკავშირდება რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას. [ჩვენი] მოხსენება შეისწავლის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ და წარმოშობილ დისკურსებს, რომლებიც აჩქარებენ აღქმულ წინააღმდეგობებს რელიგიის ან რწმენის თავისუფლების უფლებასა და თავისუფლებას შორის, რომელიც ძალადობისა და დისკრიმინაციისგან მომდინარეობს“.
აი, რას ამბობენ ძალაუფლების მწვერვალზე მყოფი “ჭკვიანი” ადამიანები: თუ მორწმუნე ქრისტიანი ხართ, რომელსაც სჯერა იმისი, რაც ბიბლიაში წერია, თქვენ ძალიან, ძალიან ბოროტი ადამიანი ხართ და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენთ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გჯერათ, რომ არც ერთი ჩვენგანი არ უნდა დათანხმდეს იმას, რომ „ასეთი დაიბადოს“ და ამის ნაცვლად თითოეულს შეუძლია, რომ „ხელახლა დაიბადოს“ და ამგვარად, რეალურად ისწავლოს საკუთარი თავის კონტროლი და იყოს ადამიანი, რომელსაც მისი ღმერთი განსაზღვრავს და არა ჩვენი ლიბიდო, მაშინ თქვენ ხართ ფანატიკოსი, ადამიანთა მოძულე, რასისტი, ჰომოფობი და პოტენციური დამნაშავე მთელი მსოფლიოს წინაშე, რომელიც მიდრეკილია „ძალადობისა და დისკრიმინაციისკენ“.
სანამ იმ დასკვნამდე მიხვალთ, რომ ეს მხოლოდ ერთმანეთთან კავშირში არმყოფი ელიტების გიჟური საუბარია, გაიაზრეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
გასულ კვირას ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ ბოლო ხანებში მათ ქვეყანაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებელი „ქრისტიანული ფუნდამენტალისტური რწმენის სისტემაა, რომელიც პრემილენიალიზმის სახელით არის ცნობილი“. როგორც ჩანს, მრავალსაუკუნოვანი რწმენა იმის შესახებ, რომ ‘მშვიდობის მომტანი პრინცი’, რომელიც დედამიწაზე დაბრუნდება და ათასი წელი იმეფებს, მსოფლიო მშვიდობას უქმნის საფრთხეს.
ჯორჯიის შტატის პოლიციის ოფიცერი ჯეიკობ კერსი იძულებული გახდა სამსახურიდან წასულიყო, რადგან სოციალურ ქსელ ‘ფეისბუქში’ ტრადიციულ ქორწინებასთან დაკავშირებით ბიბლიური შეხედულება გააზიარა. გაგაცნობთ ყოფილი ამერიკელი ოფიცრის საშინელ შეხედულებებს, რომელიც თითქოს ყველა თავისუფლებისმოყვარე ამერიკელს ემუქრება. „ქორწინება ღმერთმა შექმნა. ქორწინება დაკავშირებულია ქრისტესა და ეკლესიასთან. სწორედ ამიტომ არ არსებობს ჰომოსექსუალური ქორწინება“.
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა, ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა, ‘სუპერ-ბოულის’ დასრულების შემდეგ ‘ტვიტერში’ ქრისტიანთა ჯგუფი იმაში დაადანაშაულა, რომ მათ იესოს რეკლამირებისთვის დიდი თანხა დახარჯეს და ამით „ფაშიზმისადმი კეთილგანწყობას შეუწყვეს ხელი“.
სტატიას მარტინ აილსის სიტყვებით ვასრულებ: „ჩვენ კლოუნთა სამყაროში ვცხოვრობთ. ძველ რომში ხელისუფლება ქრისტიანობას ბოროტების ჩადენაში ადანაშაულებდა, რადგან ან სძულდათ ან საერთოდ უგულებელყოფდნენ მას. ვფიქრობ, რომ ისტორია შეიძლება განმეორდეს“.

წყარო: https://is.gd/IjRY3m