პოლიტიკასხვადასხვა

ვაშინგტონი ბუდაპეშტს ომისკენ უბიძგებს

0

ამერიკული დიპლომატია უნგრეთზე ზეწოლას განაგრძობს, რათა მილიტარისტული პოზიცია დავიკავოთ, თუმცა ჩვენი მთავრობა კვლავ იმ აზრზე რჩება, რომ მშვიდობა საერთო ინტერესებში შედის. ამის შესახებ ოთხშაბათს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა, განაცხადა.
გუიაშის თქმით, აშშ-ის საელჩო უნგრეთში მილიტარისტულ კამპანიას აწარმოებს.
„ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ დაიდოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიმართოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები. უნგრეთი ამერიკის ზეწოლას არ დაემორჩილება. ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებების განახლებით არის შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არც ერთ მხარეს ომის მოგება არ შეუძლია“, – განაცხადა ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გუიაშის განცხადებით, 2022 წლის საარჩევნო კამპანიისას შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ღიად დაკავშირებული ორგანიზაციები უნგრეთის ოპოზიციას დიდი თანხებით აფინანსებდნენ, რაც უნგრეთის საშინაო პოლიტიკაში ჩარევას ნიშნავს.

წყარო: https://is.gd/ZeRBfm