სამიტში, რომელიც უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს წევრი სახელმწიფოების – აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის და თურქეთის ლიდერებმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნგრეთის პრემიერ მინისტრი და თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე, რომელთაც ორგანიზაციაში დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი გააჩნიათ.
საბჭოს მე-9 სამიტი გაიმართა სლოგანით: “თურქული ცივილიზაციის ახალი ერა: ერთობლივი განვითარების და კეთილდღეობის გზაზე.”
შეხვედრაზე განიხილეს, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და არსებული საერთაშორისო დღის წესრიგი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე თურქეთმა, თავმჯდომარეობა გადააბარა უზბეკეთს და ხელი მოეწერა “სამარყანდის დეკლარაციას.”
შეკრებილებს თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა: „თურქული საინვესტიციო ფონდის რაც შეიძლება მალე ამოქმედება ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ, მშვიდობის დასამყარებლად წარმოებულ სამართლიან ბრძოლაში, აზერბაიჯანის გვედრით ვიდექით და ვდგავართ. რაც შეეხება, რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც უკვე ცხრა თვეა გრძელდება, ჩვენი პოზიცია ისაა, რომ საკითხი მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს.”
“თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო” არის საერთაშორიოს გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია თურქულენოვან ქვეყნებს შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ტურისტულ სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.