ბუქარესტში ხელი მოეწერა ენერგო რესურსების განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივ შეთანხმებას.
ღონისძიებაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პროექტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა – “შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს.
ძალიან მახარებს, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს აქ ვიმყოფები, საქართველოს, აზერბაიჯანის უნგრეთის ლიდერებთან ერთად. ეს შეთანხმება ევროკავშირს უფრო დაახლოებს ჩვენ პარტნიორებთან სამხრეთკავკასიის რეგიონში, დაგვეხმარება, რომ უფრო სუფთა ენერგორესურსის და მატარებლების მიწოდება მოხდეს. რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა – აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას, ჩვენ ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება განახლებად ენერგიაზე ასეთ აქცენტს აკეთებს. ამ განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ციფრული კომუნიკაციის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ეს ინიციატივა ჩვენ დაგვეხმარება მიწოდების უზრუნველყოფაში და ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მომზადებულია http://www.geo-first.com-ის მიერ ევროკომისიის ოფიციალურ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით