პოლიტიკასხვადასხვა

უნგრული საინფორმაციო სააგენტო Remix News-ი ცენზურის სამიზნე გახდა: მას შემდეგ, რაც „ფეისბუქზე“ 100 მილიონი ნახვა დააგროვა, „მეტამ“ მისი დაბლოკვა გადაწყვიტა

0

ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით პორტალისათვის – http://www.geo-first.com  უცხო არ არის პრობლემა, რომელიც ეხება ცენზურას სოციალურ მედიაში და ლიბერალური ძალებისთვის მიუღებელი აზრის კონტროლს. კონსერვატიული ანალიტიკური პორტალი არა ერთხელ გამხდარა ე.წ. მედიაჩეკერების შეტევის ადრესატი, ჩვენს მიერ გაშუქებული პოზიციების და ახალი ამბების გამო, რომლებიც არ არის მეინსტრიმული და არ ემთხვევა ლიბერალურ დღის წესრიგს. აღნიშნული საკითხი ფართო დისკუსიის საგანია, ამაზე მსჯელობა გაიმართა აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში, ე.წ. ტვიტერის ფაილების გასაჯაროების შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა რომ სოციალური მედიის პლატფორმები სპეციალური სამსახურების მიერ კონტროლდებოდა, იმისათვის რომ არ დაეშვათ ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო აზრის გავრცელება.

საკითხი გამოიკვლია ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ე.წ. მედიაჩეკერების უმრავლესობა ცნობილი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის მიერ ფინანსდება.
ამჯერად ცენზორების ადრესატი გახდა უნგრული საინფორმაციო სააგენტო – RemixNews, რომლის მთავარი სლოგანია “განსხვავებული ევროპა”. ეს კი, იმას გულისხმობს, რომ სააგენტო აშუქებს არამეინსტრიმულ ამბებს და აუდიტორიას სთავაზობს ალტერნატიულ ინფორმაციას ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ. 

გასულ წელს „ფეისბუქზე“ „რემიქსნიუსის“ (Remix News) ვიდეონახვები 2500 პროცენტით გაიზარდა და 4 მილიონიდან 100 მილიონს მიაღწია. როგორც ვარაუდობდნენ, ეს ფეთქებადი ზრდა „ფეისბუქის“ ცენზორების ყურადღებას მიიპყრობდა, და ასეც მოხდა.
ნახვებისა და ჩართულობის მხრივ „რემიქსნიუსი“ უსწრებდა ისეთ კონკურენტ საინფორმაციო გვერდებს, რომლებსაც გაცილებით დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსები აქვთ, მათ შორის „პოლიტიკოს“ (Politico), „ევრონიუსს“ (Euronews) და სხვ.
ნახვებისა თუ აქტიურობის მკვეთრი ზრდა მას შემდეგ შეჩერდა, რაც „ფეისბუქმა“ „რიმექსნიუსს“ განცხადებით მიმართა, რომელშიც იუწყებოდა, რომ სამი კვირის წინ საინფორმაციო პორტალი „მხარს უჭერდა სიძულვილის ჯგუფებს“ და მისი გვერდის მოქმედება შეაჩერა, ფაქტობრივად დაბლოკა.

ნახვებისა და ჩართულობის მხრივ „რემიქსნიუსი“ უსწრებდა ისეთ კონკურენტ საინფორმაციო გვერდებს, რომლებსაც გაცილებით დიდი პერსონალური და ფინანსური რესურსები აქვთ, მათ შორის „პოლიტიკოს“ (Politico), „ევრონიუსს“ (Euronews) და სხვ.

უცნობია რომელმა პოსტებმა განაპირობა „ფეისბუქის“ ასეთი სიმკაცრე, რადგან როგორც აცხადებენ, ერთი პოსტი წაშალეს, მეორეს ნახვის უფლება კი შეზღუდეს.
„რემიქსის“ ფეისბუქგვერდზე „მეტას“ თავდასხმამ უარყოფითად იმოქმედა. იკლო მომხმარებლების რიცხვმა. მაგალითად, ფეისბუქგვერდზე ატვირთული ერთ-ერთი ვიდეო მხოლოდ გასულ თვეს ერთ კვირაში საშუალოდ 2 მილიონმა ადამიანმა ნახა, ამჟამად კი ვიზიტორთა რაოდენობა ათასამდე დაეცა.
დღესდღეობით „რიმექსნიუსი“ ცენზორთა მიერ ყველაზე კონტროლირებული ვებგვერდია ინტერნეტში. „რემიქსი“ X-ზეც (ყოფილი „ტვიტერი“) აკრძალული იყო, ვიდრე ამ სოციალურ ქსელს ილონ მასკი შეიძენდა. „რიმექსნიუსი“ დიდი ხანია აკრძალეს Google Ads-ში, მას წინა თვეს Taboola-მაც უარი უთხრა სარეკლამო მომსახურებაზე, მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს „იუთუბსა“ (YouTube) და „ტიკტოკზეც“ (TikTok).

„რემიქსნიუსზე“ თავდასხმა ჟურნალისტიკასა და თავისუფალ პრესაზე თავდასხმაა, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სოციალური მედიაპლატფორმაა

„რემიქსნიუსი“, რომელიც არცთუ მსხვილი საინფორმაციო სააგენტოა, „ფეისბუქზე“ ისეთ თემებს აშუქებდა, რომლებიც მსოფლიო აუდიტორის ყურადღებას იპყრობდა. მათ ვიდეოებს, რომლებიც ევროპის საიმიგრაციო კრიზისს ეხებოდა, მილიონობით ადამიანი უყურებდა, ასიათასობით კი სხვადასხვა ფორმით აქტიურობდა.
„რემიქსნიუსმა“ არაერთი ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, სავარაუდოდ, „ფეისბუქის“ მემარცხენე-ლიბერალ ცენზორებს თვალში არ მოუვიდათ. მათ შორის იყო ვიდეოები, რომლებიც დასავლეთს უკრაინის ომისადმი მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდნენ. მაგალითად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიდეოგამოსვლები, რომელიც, ალბათ, ამ ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი ევროპელი ლიდერია.
მოკლედ რომ ვთქვათ, „რემიქსნიუსზე“ თავდასხმა ჟურნალისტიკასა და თავისუფალ პრესაზე თავდასხმაა, რომელიც, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სოციალური მედიაპლატფორმაა.

Remix News censored: After earning 100 million views on Facebook, Meta hits us with shadowban