პოლიტიკასხვადასხვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნგრეთი მშვიდობის დამყარების მოუწოდებით გამოდის, ამ დროს კი ევროპული ქვეყნების უმეტესობა ომის ესკალაციისკენ ისწრაფვის

0

25 აპრილი, 2023 წ.

ორშაბათს ლუქსემბურგში ვიზიტისას უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, განაცხადა, რომ ევროპა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებითა და მშვიდობის მომხრეთა დათრგუნვით ომის გაგრძელებას ცდილობს.
„ევროკავშირი საბრძოლო განწყობაზეა. წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას მეტი ფულის სანაცვლოდ უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის გაგზავნა სურს. ეს საომარი ატმოსფერო იმასაც გულისხმობს, რომ მშვიდობის მომხრეები სასტიკი პოლიტიკური და სიტყვიერი თავდასხმის ქვეშ არიან, იქნება ეს აქ დამსწრე პირების ქვეყნებში თუ არა“, – განაცხადა უნგრეთის პირველმა დიპლომატმა.
ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ლუქსემბურგში შეხვედრის შესახებ მოხსენებისას სიიარტომ დასძინა, რომ ევროპა „თავს იდანაშაულებს“ და ბევრს მიაჩნია, რომ ევროკავშირს უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისი ძალისხმევა ჯერ კიდევ არ გაუღია.
ამავდროულად კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა კიევს სამხედრო დახმარება უნდა გაუზარდოს.
„ევროკავშირი უკრაინას საბრძოლო მასალას მისი გადაუდებელი მოთხოვნის საფუძველზე აწვდის და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე იარაღის რაოდენობა უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა ბორელმა ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

წყარო: https://is.gd/F3SERm