პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ს საფუძველი არ აქვს, ვინმეს დემოკრატიის შესახებ ნოტაციები უკითხოს

0

რამდენიმე დღის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ აშშ-ში დემოკრატიასთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო უნგრეთის მთავრობა ვაშინგტონის კრიტიკასაღარ მიიღებს, რადგან ოფიციალური პირები და სამთავრობო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ დონალდ ტრამპი საარჩევნო რბოლას ჩამოაშორონ.

სიიარტომ, რომელმაც ჩრდილოეთმაკედონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბოლო დროს შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, აშშ-ის ადმინისტრაციის წევრებს თხოვნით მიმართა, რომ „თავიანთი ჭკუისდამრიგებლური განცხადებები, რომლებიც უნგრეთში დემოკრატიის მდგომარეობას ეხება, უჯრაში შეინახონ“.

დემოკრატები ცდილობენ, რომ ტრამპი საბოლოოდ ჩამოაშორონ საარჩევნო რბოლას. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და შეიძლება ყოფილმა პრეზიდენტმა დარჩენილი ცხოვრება გისოსებს მიღმა გაატაროს.ასევე არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომ ტრამპი საეჭვო მეთოდებით ზოგიერთ შტატში საბოლოოდ გააქრონ საარჩევნო ბიულეტენებიდან.

როგორც ცნობილია, რეალურ გამოკითხვებში,მათ შორის ‘სიენენის’ (CNN)ბოლო გამოკითხვაში,ტრამპი ბაიდენს უსწრებს.იზრდება შეშფოთებაა, რომ წამყვან კანდიდატს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ექნება, რაც აშშ-ის მოსახლეობის დემოკრატიულ ნებას ეწინააღმდეგება.

სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ჩამოშორება ძალიან ცუდი იქნება, რადგან მას შეიძლება ენდო, როცა საქმე მშვიდობის დამყარებას ეხება, რადგან ბოლო ათწლეულების განმავლობაში იგი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაცახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა წარმატებით დაარეგულირა და რუსეთთან საერთო ენა გამონახა.

„ვფიქრობ,გვაქვს სრული უფლება გვჯეროდეს, რომ თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდება, ჩვენს სამეზობლოში ძალიან მალე მშვიდობა დამყარდება. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ დონალდ ტრამპი რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტად დარჩენილიყო, ეს ომი არ დაიწყებოდა.ამიტომ ჩვენთვის, რომლებსაც მშვიდობა გვწადია, ძალიან ცუდი იქნება, თუ აშშ-ში ყველაზე იმედის მომცემ კანდიდატს საარჩევნო რბოლას ჩამოაშორებენ“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

https://rmx.news/hungary/us-has-no-basis-to-lecture-anyone-on-democracy-after-efforts-to-remove-trump-from-the-ballot-says-hungarys-foreign-minister/