პოლიტიკასხვადასხვა

უნგრეთის ელჩი – საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და კანონები თქვენით უნდა მიიღოთ

0

საქართველოში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო  უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს: “ჩვენი წესის თანახმად, მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და კანონები თქვენით უნდა მიიღოთ. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ უნგრეთს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა ევროკავშირთან და ბრიუსელთან მოლაპარაკების კუთხით. გირჩევთ, არასდროს დანებდეთ, გაიგოთ რა გინდათ რომ მიიღოთ და რა გინდათ, რომ გააკეთოთ, როგორც სახელწიფომ, წარმოადგინეთ ეს ხედვები თქვენით და ისაუბრეთ, ისაუბრეთ უფრო ხშირად. ესაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ზოგჯერ უფრო წარმატებულად, ზოგჯერ ნაკლებად, ზოგჯერ ხმამაღლა, ზოგჯერ კი ჩუმად. თუმცა, რაღაცის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით რა გინდათ და ამისთვის იბრძოლებთ.
ჩემი გამოცდილებით, საქართველოში ყველას სურს იყოს ევროპელი და წარმოადგენდეს ევროკავშირის ნაწილს, ასე რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ევროპაში ყველა შევა: ახალგაზრდა, მოხუცი, არც ისე ახალგაზრდა და არც ისე მოხუცი – ყველა ევროპაში!
საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ფესვებით, ევროპული კულტურით და ქრისტიანული წარსულით. საქართველო კავშირშია ყველაფერთან, რაზეც ევროპა უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ევროპასთან ბიზნესის კეთება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და რაც უფრო ახლოს ხარ ევროპის მთავარ ბირთვთან, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის. ვფიქრობ, დღეს, შავი ზღვის მსგავსი მცირე ზომის ზღვა ერთმანეთს კი არ გვაშორებს, არამედ გვაკავშირებს”- განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა-მარია შიკომ.