პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

უნგრეთის ასამბლეის სპიკერი – საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანული ევროპის ნაწილი

0

უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ლასლო კიოვერი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის შარშანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, არა. მისი თქმით საქართველო ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ევროსტრუქტურებმა დაშვებული შეცდომა უნდა გამოასწორონ. კიოვერი არ არის პირველი მაღალი თანამდებობის პირი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის უსამართლო მიდგომებზე საუბრობს.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს ამ მოწვევისა და გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაგიხადოთ. საქართველოში მეორედ ვარ ჩამოსული. პირველად 2011 წელს ვიყავი. საკუთარი თვალით ვხედავ იმ უდიდეს პროგრესს, რასაც ქვეყანამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მიაღწია, ეკონომიკისა და ცხოვრების სხვა ასპექტების მხრივ. ეს წინსვლა უდავოა. რაც შეეხება თქვენს დაახლოებას ევროკავშირთან, მიგვაჩნია, რომ ევროინსტიტუტებმა დაკარგული დრო უნდა აანაზღაურონ და გამოასწრონ ის შეცდომა, რაც იყო ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილებაში, როცა კანდიდატის სტატუსი არ მისცეს საქართველოს და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას. საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს ამ სტატუსს, საქართველო, ყველა გაგებით, არის ქრისტიანი ევროპის ნაწილი. ეს არის ევროპაში, ქრისტიანობის მეორე უძველესი ქვეყანა. მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად არ არის ბოლო რიგებში, ეს არის პირველ ან მეორე ადგილზე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამიტომ საქართველოს ადგილი ნამდვილადაა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ძალიან ხმამაღლა ვამბობდით და ამას გავაგრძელეთ, ასევე, როცა საჭირო იქნება, ქმედებითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს კიდევ მეტი პროგრესი ექნება და იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ და არამხოლოდ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს, ნატოზეც. ნატო არის ამ რეგიონში უსაფრთხოების გარანტიის ერთადერთი საშუალება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ლასლო კიოვერმა.