პოლიტიკასხვადასხვა

უნგრეთი, უკრაინისთვის განკუთვნილი 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის გადაცემას ბლოკავს

0

17 მაისი, 2023 წ.

უნგრეთი ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) უკრაინისთვის იარაღის შესაძენად გამოყოფილ ნახევარ მილიარდ ევროს ბლოკავს, ამის შესახებ 15 მაისს იტალიურ გაზეთ ANSA-ს გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ინფორმატორები იტყობინებიან. ბუდაპეშტი ბრიუსელისგან ოფიციალურ ფინანსურ გარანტიებს ითხოვს, თუმცა ინფორმატორები ამტკიცებენ, რომ ბუდაპეშტმა ეს ნაბიჯი უნგრეთის აქტივების მიმართ კიევის ბოლო გადაწყვეტილებების გამო გადადგა.
იტალიური გაზეთის ინფორმაციით, ეს EPF-ის ფულადი სახსრების მერვე ტრანშია, რომელიც კიევისთვის სამხედრო მხარდაჭერისთვის მიზნით გამოიყო.
სავარაუდოდ, ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ ბუდაპეშტმა ევროპის მშვიდობის ფონდისთვის ბრიუსელისგან „გარანტიები“ მოითხოვა, რათა მომავალში თავისი „გლობალური“ ჰორიზონტი შეინარჩუნოს და მხოლოდ უკრაინის შეიარაღებისთვის არ გამოიყენონ.
უნგრეთის მთავრობის ერთ-ერთი წევრის თქმით, ვეტო პასუხია პრეზიდენტ ზელენსკის განზრახვაზე, რომელიც ‘დრუჟბას’ ნავთობსადენის აფეთქებით უნგრეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებას გეგმავდა, ასევე პასუხია კიევის ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც უნგრული OTP ბანკი იმ ორგანიზაციების სიაში  უნდა შეიყვანონ, რომლებიც რუსებს ომის გაგრძელებაში ეხმარებიან.
ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს (NAZK) განცხადებით, OTP ბანკს სანქციები უნდა დაუწესონ, რადგან რუსეთის საბანკო სექტორში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამავდროულად დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში (და ამგვარად აღიარებს მათ) ოპერირებს და რუს სამხედროებს სესხებს ფასდაკლებით აძლევს.
OTP-ის ოფიციალური განცხადებით, ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან „ყველა ბაზარზე ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ოპერირებს, მათ შორის [ევროპული] სანქციების წესდებით“. ბანკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობა 2014 წელს შეწყვიტა.
რაც შეეხება დონეცკთან დაკავშირებულ პრეტენზიას, OTP ბანკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნგრეთისა და ევროკავშირის ოფიციალური პოზიციის შესაბამისად მას არასოდეს უღიარებია ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა და არც მათ მიწაზე ოპერირებდა.  განცხადებაში ნათქვამია, რომ NAZK-ის შეცდომის წყარო შეიძლება ის რუსული ქალაქი იყოს, რომელსაც ასევე დონეცკი ჰქვია, სადაც ბოლო დრომდე მისი ფილიალი ფუნქციონირებდა.
„უნგრეთის მთავრობის წევრები OTP ბანკის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ანტიუნგრულ ნაბიჯად მიიჩნევენ. … სანამ უკრაინა [ამ შეცდომას] არ გამოასწორებს, უნგრეთის პოზიცია არ შეიცვლება, [რადგან] სანქციებს ბრიუსელში იღებენ და არა კიევში“, –  განაცხადა ზემოხსენებულმა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/news/hungary-to-block-e500-for-weapons-to-ukraine/