პოლიტიკასლაიდერისხვადასხვა

უნგრეთი, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას „აბსურდულს“ უწოდებს

0

ევროკომისიის განცხადება, რომ იგი მზადაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გამართოს, „აბსურდია“.

ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს მშვიდობის გაფართოებას და არა ომის შემოტანას ბლოკში, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევმა ევროკავშირის „აუცილებელი ნაბიჯების 90 პროცენტი“ შეასრულა, რაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად არის საჭირო და რეკომენდაცია გასცა, რომ 14 დეკემბერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულებისთანავე ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
გაჟღერებული განცხადების საპასუხოდ სიიარტო ამტკიცებდა, რომ უნგრეთი იმ პოზიციაზეა, რომ სანამ უკრაინაში მშვიდობა არ დამყარდება, ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება არ უნდა მიეცეს.
„უკრაინის გაწევრიანებით ევროკავშირი ომში ჩაერთვება, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვინდა. გაფართოება უნდა ემსახურებოდეს მშვიდობის გაფართოებას და არა ევროკავშირის ომში ჩართვას“, – განაცხადა სიიარტომ, რასაც გაზეთი Magyar Hírlap-ი ციტირებს.

„ამიტომ არ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დროულია“, – დასძინა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ამბიციებს სერიოზული დარტყმა მიაყენა

სიიარტომ კიდევ რამდენიმე შეშფოთება გამოთქვა უკრაინის პოლიტიკურ ლანდშაფტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში „მედიისა და სიტყვის თავისუფლება“ არ არსებობს და ხაზი გაუსვა უკრაინაში არსებულ დემოკრატიის დეფიციტსა და იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში „არც არჩევნები ტარდება“.
მინისტრის თქმით, „აბსურდი“ იქნება, რომ ევროკავშირმა ასეთი ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების შესახებ განცხადება განიხილოს.
სიიარტომ ისიც განაცხადა, რომ კიევი ეროვნული უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პრინციპებს არღვევს, განსაკუთრებით უნგრელებთან მიმართებით, რომლებიც იმიერკარპატიის რეგიონში ცხოვრობენ. ეს პრობლემა ოთხშაბათს ევროკომისიამაც აღიარა.
„უნგრელები ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა ამ რეგიონში მცხოვრებ უნგრულებს ყველა უფლებას დაუბრუნებს, რომელიც 2015 წლიდან აქვს მინიჭებული“, – დასძინა სიიარტომ.

უნგრეთის მთავრობის აზრით, სხვა ქვეყნები უფრო იმსახურებენ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვას, მათ შორის სერბეთი და საქართველო

სიიარტოს თქმით, სერბეთის წევრობა „ეს არის პროცესი, რომელიც 20 წელი გრძელდება“ და „დასავლეთი ბალკანეთის ადგილი ნამდვილად ევროკავშირშია“.

Hungary pours cold water on ‘absurd’ Ukraine EU accession talks after Brussels gives green light