პოლიტიკასხვადასხვა

უნგრელების უმეტესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

0

ნეზოპონტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც გაზეთ Magyar Nemzet-მა დაუკვეთა, უნგრელთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
გამოკითხვამ ცხადყო, რომ უნგრელების 62% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, 26% კი (ოთხიდან ერთი ადამიანი) მომხრეა, რომ კიევი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება თვით მემარცხენეების 44% და ბუდაპეშტში მცხოვრებთა 54%, რომლებიც ზოგადად მთავრობის პოზიციას ეწინააღმდეგებიან და მემარცხენეების მიმართ სიმპათიებს არ მალავენ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას კი მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის მესამედზე ნაკლები (30%) უჭერს მხარს.
მთავრობის მომხრე ამომრჩეველთა უმეტესობის აზრი ერთმანეთს ემთხვევა: თითქმის ოთხი მეხუთედი (78%) უკრაინის ბლოკში გაწევრიანების წინააღმდეგია. მემარცხენე პარტიები რთული ამოცანის წინაშე დგანან, რადგან მათი ამომრჩევლების 44% მიიჩნევს, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირში არ არის, მემარცხენეების 44% კი ფიქრობს, რომ უკრაინა ევროკავშირში უნდა მიიღონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო აზრი აქვს ჩამოყალიბებული რადიკალურ-მემარჯვენე ოპოზიციურ პარტია Mi Hazánk-ს. მისი ამომრჩევლების 81% უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ მეზობელი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას არცერთი სოციალური ჯგუფი (სქესის, ასაკის ან მდებარეობის მიხედვით) არ უჭერს მხარს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში მოკალათებული ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინელებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ უბიძგებს, უნგრეთის მთავრობა მხარს არ დაუჭერს კიევს, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება იმიერკარპატიის რეგიონში მცხოვრები უნგრელების (უმცირესობა) უფლებებს არ დაიცავს.
ანალიზი ცხადყოფს, რომ ამ პოზიციის შესაცვლელად უკრაინის ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა გაატაროს.

https://rmx.news/european-union/majority-of-hungarians-oppose-ukraines-eu-membership-survey-shows/