პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინული ტანკები უნგრეთსა და თურქეთში რაფინირებული რუსული ნავთობით გადაადგილდებიან

0

კიევი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული საწვავის იმპორტზე, რათა საომარი მოქმედებები გააგრძელოს…

26 ივლისი, 2023 წ.

უკრაინული ტანკები სულ უფრო და უფრო ხშირად მოიხმარენ რუსულ ნავთობს. ამ ფაქტს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი „ომის პარადოქსს“ უწოდებს.

უკრაინის საბაჟო ორგანოს მონაცემებით, კიევს უნგრეთიდან და თურქეთიდან სულ უფრო მეტი დიზელის საწვავი შემოაქვს. ეს ქვეყნები თავიანთ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში რუსულ ნავთობს ამუშავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში უნგრული MOL Group-ი და თურქი მომწოდებლები უწინ შედარებით კარგ საბაზრო პოზიციებს ფლობდნენ, უკრაინის საბაჟო ორგანოებმა მხოლოდ ახლახან განაცხადეს, რომ ქვეყანაში ნავთობის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა.

მაგალითად, MOL-მა, რომელსაც უნგრეთის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირები აქვს, ბოლო ექვს თვეში უკრაინაში გაყიდვები გააორმაგა. უნგრული ნავთობკომპანია (MOL) ძირითადად რუსულ ნავთობს ყიდულობს, რაც, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო მანქანის მთავარი „მამოძრავებელი“ გახდება, ხოლო კომპანიები, რომლებიც ნედლეულს რუსეთისგან არ იღებენ, უკრაინაში საბაზრო წილს კარგავენ.

ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ MOL-ს სხვა ევროპულ ნავთობკომპანიებთან შედარებით კონკურენტული უპირატესობა აქვს: იგი გათავისუფლებულია ევროკავშირის ბაჟისგან, რაც საშუალებას აძლევს, თავისი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები რუსული ნედლი ნავთობით მოამარაგოს.

https://www.zerohedge.com/geopolitical/ukrainian-tanks-are-running-russian-oil-refined-hungary-turkey

https://www.handelsblatt.com/politik/international/ukraine-krieg-warum-ukrainische-panzer-mit-russischem-oel-fahren-/29265056.html