პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საწინააღდეგოდ გამართული დემონსტრაციები ევროკავშირში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

0

რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკრაინისთვის იარაღის უწყვეტი მიწოდების საწინააღმდეგოდ გამართული დემონსტრაციების შემდეგ ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროკავშირში გაჩენილმა უთანხმოებამ შესაძლოა განხეთქილება ნატოს შიგნითაც გამოიწვიოს, საზოგადოების აღშფოთება კი ევროპის ქვეყნების სტრატეგიულ შეცდომაზე მიუთითებს, რაც მათ მოქალაქეებს უმძიმეს ტვირთად აწვება.
‘გარდიანის’ (The Guardian) ინფორმაციით, შაბათს ბერლინის ცენტრში გამართულ დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის მიწოდებას აპროტესტებნენ და გერმანიის მთავრობას მოალაპრაკებებისთვის ნიადაგის შემზადებით კრიზისის დეესკალაცისკენ მოუწოდებდნენ.
პოლიციის შეფასებით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან 13 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. ‘გარდიანის’ ცნობით, მსგავსი შინაარსის დემონსტრაციები გერმანიის სხვა ქალაქებშიც ჩატარდა.
გერმანული საზოგადოების პროტესტი შედარებით პროგნოზირებადი იყო, რადგან გერმანია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც უკრაინის კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა. ამის შესახებ კვირას ‘გლობალ თაიმსს’ (Global Times) შანხაის საერთაშორისო კვლევების უნივერსიტეტში არსებული ევროპული ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, გაო ჯიენმა, განუცხადა. ევროპის ინტერესებს ზიანი არა მხოლოდ უკრაინის კონფლიქტით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა მიაყენა, არამედ ბაიდენის ხელმოწერილმა ‘ინფლაციის შემცირების აქტის’ (Inflation Reduction Act) იმპლემენტაციამაც, რამაც ევროპა კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო.
‘გარდიანის’ ცნობით, ორი კვირის წინ შაბათს გამართული დემონსტრაციის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს „მშვიდობის მანიფესტი“, რომელშიც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ‘იარაღის მიწოდებით გამოწვეული ესკალაციის შეჩერებისკენ’ მოუწოდებდნენ. მანიფესტს დაახლოებით 650 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი, მათ შორის გამოჩენილმა ინტელექტუალებმა და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა შეერთებულ შტატებს თავისი სტრატეგიული მიზანის განხორციელების შესაძლებლობა მისცა – უთანხმოება ჩამოაგდო რუსეთსა და გერმანიას შორის.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს.
ყოფილი ჯარისკაცი ნორბერტი: „ნამდვილი მტერი ლონდონსა და ნიუ იორკში ზის“. მან ის ფინანსური ძალები იგულისხმა, რომლებმაც, მისი თქმით, ეს ომი გააჩაღეს და დასრულება მათ ინტერესებში არ შედის.
ნორბერტის სიტყვით, გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა ომში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, ყოფილი ჯარისკაცის სიტყვებს ‘გარდიანი’ ციტირებს.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის (CCTV) ინფორმაციით, შაბათს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვდნენ. დემონსტრანტებმა შვეიცარიას ნატოსთან დაახლოების შეწყვეტისკენაც მოუწოდეს.
შეერთებული შტატებმა, რომელიც მოკავშირეებით მანიპულირებს და რუსეთის შეკავების სურვილით ამოძრავებს, ევროპელებიც აიმხედრა, განუცხადა ‘გლობალ თაიმსს’ ჩინეთის თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარმა სან კექინმა. „ასე რომ, ე.წ. „ერთიანობის“ ფონზე, ევროპის შიგნით წარმოქმნილი უთანხმოება სინამდვილეში სულ უფრო და უფრო ღრმავდება“, – დასძინა ჩინელმა მკვლევარმა.
პარასკევს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა. პაკეტი უფრო მკაცრად ზღუდავს ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტს, ასევე ამკაცრებს ზომებს რუსეთის მხარდამჭერი ორგანიზაციების მიმართ.
გაო ჯიენის თქმით, ეკონომიკური სანქციების მე-10 რაუნდის შემდეგ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგება გართულდება. რუსეთიდან გასული ინვესტიციების დაბრუნება ევროპას გაუჭირდება. ასეთი სანქციების მიმართ კონტრპროდუქტიულმა რეაქციამ შეიძლება ძალიან დააზარალოს ევროპის ქვეყნები, გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა ჯიენმა.
„ევროპელებისთვის რუსეთის დამარცხება რეალისტურ მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ კონფლიქტის შეჩერება ყველაზე ეფექტური გამოსავალია. თუ ევროპისა და რუსეთის ეკონომიკები ‘ერთმანეთს დაცილდება’, რადგან სანქციები უფრო და უფრო ფართოვდება, ეს გამანდგურებელ დარტყმას მიაყენებს ევროპის ეკონომიკას“, – დასძინა კექინმა.

წყარო: https://is.gd/kdpR8g