პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური შეთანხმებულია გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, რათა სოციალურ მედიაში არასასურველ ამერიკელებს ცენზურა დაუწესონ

0

13 ივლისი, 2023 წ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ახალი მოხსენების თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმებზე „რუსული დეზინფორმაციის“ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლას, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, ამერიკელთა ანგარიშებზე ცენზურის დაწესება მოჰყვა. ერთ შემთხვევაში FBI-მა და SBU-მა დააფიქსირეს ანგარიში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მართავდა, თუმცა არ წაუშლიათ.

მოხსენება, რომელიც „სიენენმა“ (CNN) მოიპოვა, ფედერალური მთავრობის შეიარაღების ქვეკომიტეტის სასამართლო უწყებებს ეფუძნება. მათი შესწავლის შედეგად უკვე გამოაშკარავდა ფედერალური მთავრობის მიერ დადგენილი ონლაინცენზურის მთავარი დეტალები.

ამას ადასტურებს მიმდინარე წლის მაისში ჟურნალისტ ლი ფენის მოხსენება, რომელმაც უკრაინის კიბერინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილია ვიტიუკთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო სოციალურ მედიაში ცენზურის დაწესების შესახებ უკრაინასთან თანამშრომლობს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ „ფეისბუქმა“ (Facebook ამჟამად Meta-ს სახელითაა ცნობილია) SBU-FBI-ის ეს მოთხოვნა არ შეასრულა, ხოლო „ტვიტერის“ (Twitter) ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ მოხსენებაში მითითებულ ანგარიშთა შორის „ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტების რამდენიმე ანგარიშიც კი“ იყო დასახელებული.

ამას ადასტურებს „გრეიზონის“ (The Grayzone) რეპორტიორ აარონ მათეის მოხსენებაც, რომელმაც, როგორც ჩანს, იგივე ინფორმაცია (რომელიც FBI-ისა და Twitter-ის ურთიერთობას ეხება) „ტვიტერის ფაილების“ (Twitter Files) მეშვეობით მოიპოვა.

მათეის ინფორმაციით, SBU-ის დასახელებული 163 ანგარიშიდან 34 დროებით გააუქმეს, 20 კი უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს. დანარჩენი ანგარიშები კვლავ აქტიურია.

https://www.breitbart.com/tech/2023/07/11/report-ukraine-intelligence-coordinated-with-fbi-to-censor-americans-on-social-media/

https://mate.substack.com/p/fbi-helps-ukraine-censor-twitter