16 ივნისი, 2023 წ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა ჟურნალ „ფორინ პოლისისთვის“ (Foreign Policy) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც სამი დღის წინ გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ NATO-ს მხარდამჭერებმა უთხრეს − „რაც შეიძლება მეტი რუსი მოკალით“, მაშინაც კი, თუ უკრაინა იმ იარაღს არ მიიღებს, რაც სურს.
ეს იყო კონფლიქტის დასაწყისში, სანამ დასავლელი მოკავშირეები კიევს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს, ასევე, ძირითად საბრძოლო ტანკებს გაუგზავნიდნენ.
სტატიაში, „ომი, რომელსაც უკრაინა მოიგებს“, წარმოდგენილია არგუმენტი, რომლის თანახმად დასავლეთი უკრაინას მთელი ტერიტორიის დაბრუნებაში ეხმარება. რეზნიკოვი ერთ მომენტში Foreign Policy-ის ეუბნება:
„ვკითხეთ, შეიძლება, რომ „სტინგერები“ მოგვაწოდოთ? გვითხრეს: არა, გათხარეთ სანგრები და ომის დასასრულამდე რაც შეიძლება მეტი რუსი მოკალით. ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ჩვენი გამარჯვება შეუძლებელი იყო“.
ახლა რეზნიკოვი ამაყად ამბობს, რომ უკრაინას გადასცეს „ბრედლები, სტრაიკერები, აბრამსები, ლეოპარდები და სხვ.“ და უკრაინა მალე ამერიკული F-16-ებით აღიჭურვება.
ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტისა და გეოპოლიტიკოსის, მაქს აბრამსის, თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება…
„უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. NATO-ში არასოდეს მიგვიღია ის ქვეყანა, რომელიც მუდმივად ომობს. ეს შეკავების პოლიტიკა არ არის. ეს აგრძელებს ომს იმ ქვეყნების მოქალაქეთა ხარჯზე, რომლებსაც კონფლიქტის წარმოშობისა და რისკის შესახებ დღემდე ატყუებენ“, − განაცხადა აბრამსმა ოთხშაბათს.
წყარო: https://www.foreignaffairs.com/ukraine/ukraines-winnable-war