უკრაინით შეპყრობილი ვაშინგტონის (Washington, D.C.) ისტებლიშმენტი, რომელიც მის (უკრაინის) საუკეთესო მეგობრად მიიჩნევს თავს, სავარაუდოდ, ისე მოიქცევა, როგორც სხვა საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით იქცეოდა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში – კატასტროფამდე მიგვიყვანს. თუ ასე გაგრძელდება მათი ‘ტვიტერის’ ანგარიშებზე მოფრიალე დროშების ემოჯები ერთ დღესაც გაქრება – მათ სხვა რამ ჩაანაცვლებს – და უკრაინა გაუკაცრიელებულ ადგილად იქცევა. ჯანდაბა, შეიძლება ჩვენც იგივე ბედი გვეწიოს. ეს გენიოსები, რომლებმაც ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში საშინელებები დაატრიალეს, ახლა გვეუბნებიან, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს არმიის განადგურებასა და მისი ხელმძღვანელის გასამართლებას აპირებენ, მაგრამ არა, არ არსებობს ბირთვული ომის შანსი.
ფაქტია, ერაყი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოებული საგარეო პოლიტიკის ყველაზე საშინელი კრახი არ იყო. პოსტსაბჭოთა რუსეთი მოკავშირედ თუ არა, სულ მცირე, მტრად მაინც არ უნდა ექციათ. ახლა, მეტწილად იმის გამო, რომ დემოკრატების აზრით, ეს მათ ინტერესებშია (რუსეთი! რუსეთი! რუსეთი!), რუსეთი უკვე ჩვენი მტერია და იგი ჩვენს კიდევ უფრო საშიშ მტერს, წითელ ჩინეთს, უდგას გვერდით. დიდებული სამუშაო გასწიეთ, უბრალოდ შთამბეჭდივია. მოგცეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება ნიშნავს იმას, რომ ‘ლინკოლნის პროექტს’ საბავშვო ბაღის მართვის უფლება მისცე.
ახლა უკრაინაში დიდ კონვენციურ ომთან გვაქვს საქმე. ჩვენ წინაშე ორი პრობლემა დგას: პირველი, ისტებლიშმენტის საშინელი არაკომპეტენტურობა, რომლის თავიდათავი მოხუცი ჯო ბაიდენია; მეორე, ჩიხში შესვლის გამო შემცირებული შიდა პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს ჩიხი იქნება მანამ, სანამ რუსები ძალებს არ აღიდგენენ და შეტევას არ დაიწყებენ. ბაიდენის უნიათობამ და წარუმატებლობამ რუსებს წითელი ხალიჩა გაუფინა და კიევთან მისული ურდო მხოლოდ უკრაინელების სიმტკიცემ შეაჩერა, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ. უკრაინელებს რუსების დედაქალაქთან შეჩერება დიდ ძალისხმევად დაუჯდათ. გასაკვირი არ არის, რომ ამჟამად სტრატეგიული მიზანი არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, არც განგვიხილია. ჯანდაბა, ჩვენთან დებატები თითქმის არ მიმდინარეობს, რადგან უკრაინის დროშის ფერებიან ნიშანს თუ არ დაიმაგრებთ, რუსეთის აგენტად მოგნათლავენ. ასევე შეიძლება იკითხო თუ რა არის ამერიკის ინტერესები. დინებას უმიზნოთ მივყვებით.
არ გვაქვს სტრატეგია, ბრმად ვმოქმედებთ ან ვპასიურობთ. გვაქვს ვარიანტები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ რეალურ მიზანთან არაფერი აქვთ საერთო. თუმცა ჩვენმა მოჩვენებითმა მთავარსარდალმა მაინც მოახერხა და შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე უარესი აირჩია, შედეგებს ვხედავთ. პირველი ვარიანტი: არ ჩარეულიყო და თავად მოეგვარებინათ უთანხმოება ან უკრაინისთვის მისი მოგვარებისკენ ებიძგებათ. არ ვამბობ, რომ ჩავწვდი სლავებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის კაპრიზებს და არც იმის პრეტენზია მაქვს, რომ უკრაინის მთავრობა თხემით ტერფამდე კორუფციაშია ჩაფლული. მე იქ მათ ჯარისკაცებს ვწვრთნიდი. მიმაჩნია, რომ ამ ხალხს დამპყრობლებთან ბრძოლის სრული უფლება აქვს, თეორიულად წინააღმდეგი არ ვარ რომ უკრაინელებს დავეხმაროთ. გარდა ამისა, უმოქმედობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს – უცხოელების თვალში სუსტად გამოვიყურებით, რასაც რეალური შედეგები მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ჩავერიეთ და არც კონფლიქტის მოგვარება ვაიძულებთ, თუმცა ერთი ან მეორე რომ გაგვეკეთებინა – ყოველ შემთხვევაში უკრაინაში – ეს პრობლემა დიდი ხანის წინ მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან ან რუსეთის გამარჯვებით ან კონფლიქტის მოგვარებით, რაც იმას გულისხმობს, რომ უკრაინა ტერიტორიის დიდ ნაწილს თმობს.
მეორე ვარიანტი: მივცეთ მათ ყველაფერი, რაც რუსებს კლავს, რათა ისინი ან მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნონ. ადამიანები საუბრობენ M1 Abrams-ებზე (მესამე თაობის ამერიკული საბრძოლო ტანკი) და F16-ებზე (მეოთხე თაობის ამერიკული მრავალფუნქციური მსუბუქი ავია გამანადგურებელი), თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ესენი ჩვენი შეიარაღებული ძალების მხოლოდ ყველაზე თვალში საცემი კომპონენტებია, რომლებიც ჩვენმა სამხედროებმა შეჰქმნეს. სრული ვალდებულება უკრაინის არმიის ნამდვილ დასავლურ არმიად გარდაქმნას ნიშნავს – საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ მათ აქამდე ბევრი უკლიათ. ეს ნიშნავს კომუნიკაციებს, ლოჯისტიკას, დაზვერვას და არა მხოლოდ ტყვიამფრქვევებსა და ბომბებს. თქვენი აზრით, დღემდე ბევრი დავხარჯეთ? ჩვენ ვსაუბრობთ ასობით მილიარდ აშშ დოლარსა და გაფლანგულ დროზე. ისინი ვაჟკაცები და ამტანები არიან, ღირს ამის გაკეთება, მათ მტრის დამარცხება შეუძლიათ. ასეთი ქმედებით უბრალოდ გავკოტრდებოდით და ჩვენს სამხედრო მარაგებს გამოვლევდით.
მაშინ მესამე ვარიანტიც არსებობს: ამჟამინდელი გეგმა, რომელიც ყველა შესაძლო გეგმას შორის უარესია. სისხლიანი ჩიხის წარმოსაქმნელად და არა მის გასარღვევად უკრაინელებს საკმარისი საბრძოლო მასალებით ვამარაგებთ. ბრძოლის ველი ხორცსაკეპ მანქანად იქცევა. უკრაინელები ჩვენს ჭურვებს ისვრიან, რუსები პასუხობენ. ეს არ არის მასშტაბური მექანიზებული ბრძოლა, რომლისთვისაც ჩვენი სამხედროები ემზადებიან. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსები ხელახალი იერიშის წამოსაწყებად თავიანთ სამხედრო მანქანას საკმარისად არ აღადგენენ. იმ იდიოტებს, რომლებიც ჩვენს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავენ, ისტორია მეტ-ნაკლებად მაინც რომ სცოდნოდათ, ძალიან შეეშინდებოდათ. ნაპოლეონმა დამარცხებული რუსები იმ ზომამდე მიიყვანა, სანამ საფრანგეთის იმპერატორი მოსკოვიდან არ გააძევეს და საბოლოო მარცხი არ აწვნიეს. ჰიტლერი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებდა, რუსებმა ქვეყნიდან ხელმოცარული განდევნეს. გერმანელებმა მოსკოვიც კი ვერ აიღეს. რუსეთი დაბრუნდებდა. იგი აღიდგენს ძალებს, ხელახლა მოემზადება და ისწავლის. უკრაინელები, რომლებსაც იმდენი საბრძოლო მასალა აქვთ, რომ ამ მომენტისთვის არ დამარცხდნენ, კრახის წინაშე აღმოჩნდებიან. ერთ დღესაც ყველა გაკვირვებული დარჩება, როდესაც გაიგებს, რომ ფრონტი იშლება და უკრაინელი სამხედროები უკან იხევენ.
ეს დღე შეიძლება უფრო ადრე დადგეს, ვიდრე გვიან, რადგან ჩვენი ისტებლიშმენტი ამ შედეგის თავიდან აცილების შანსს ხელიდან უშვებს. ამის მიზეზი კი მისთვის დამახასიათებელი სისულელე და ქედმაღლობაა. დღესდღეობით ამერიკელთა უმეტესობა უკრაინელებს უჭერს მხარს. მეც მათ რიგებში მოვიაზრებ თავს. თუმცა ეს მხარდაჭერა მცირდება, რადგან მას სიცრუე და ცუდი ლიდერები უთხრიან ძირს. სიცრუის ტირაჟირება ‘კიევის მოჩვენებითა’ და სხვა სახის პროპაგანდით დაიწყო. ეს იყო ხანმოკლე ტკბილი ენერგიული იმპულსი, რომელმაც მწარე გემო დატოვა. შემდეგ ასეთი სიცრუის გავრცელება დაიწყეს. თუ ჩვენს ნებისმიერ სტრატეგიულ მიზანს ეჭვქვეშ დააყენებთ, ესეიგი პუტინი გიყვართ – მე ყოველთვის მიყვარდა ის ადამიანები, რომლებიც ცივ ომში ჩემს გვერდით არ იდგნენ და მეუბნებოდნენ, რომ რუსები მიყვარდა. ასევე უნდა გვჯეროდეს, რომ ზელენსკი დიდებული ტიპია და მიუხედავად იმისა, რომ რუსების წინააღმდეგ მისი სიმტკიცე, რომელიც თავისი ქვეყნის დაცვას უკავშირებდა, აღფრთოვანებას იწვევს, იგი მაინც დიქტატორია. ამ კვირაში კიდევ ერთ სიცრუეს წავაწყდით, რომელიც ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის უკავშირდება. უნდა გვჯეროდეს, რომ ეს ძლიერი ლიდერის გაბედული მანევრია. თუმცა ფოტოები საპირისპირო მეტყველებენ. ვხედავთ როგორ დაბარბაცებს თბილ სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი ბაიდენი საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების გამორთვის შემდეგ, რასაც საჰაერო შეტევა არ მოჰყოლია. როგორი მამაცია! ეს მსოფლიოში ყველაზე უხერხული პროპაგანდაა. გასაკვირი არ არის, რომ ხალხს ზიზღის განცდა უჩნდება.
ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერასაც აბსოლუტურად არასწორად იყენებენ. ამერიკელთა უმეტესობა ხვდება, რომ პუტინი ნაძირალაა და მათი ორმხრივი უკმაყოფილების მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უამრავი ადამიანის დახოცვა დანაშაულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტებლისმენტს ბრმად უნდა დაუჭირო მხარი, რომელიც ცარიელი ჩეკების გამოწერითაა დაკავებული და მსოფლიოს არმაგედონის საფრთხის ქვეშ აყენებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ კრინტი არ უნდა დაძრა, რადგან შეშფოთების გამოხატვა რუსეთის, პუტინისა და სხვების სიყვარულს ნიშნავს. მაგრამ, როდესაც გეუბნებიან, რომ კითხვების დასმა არ შეიძლება, შენი ბუნებრივი რეაქცია საპირისპირო ქმედებისკენ გიბიძგებს.
ვუყურებთ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. საზღვრები ფართოდ არის გახსნილი, ეკონომიკა ეცემა, კრიმინალი მატულობს, ჩვენს შეშფოთებას კი უგულებელყოფენ. არც ჩვენ გვაქცევენ ყურადღებას. ბაიდენი ოჰაიოს შტატში არ ჩავიდა, სადაც ქიმიური ქაოსი მძვინვარებდა, თუმცა ოკეანის გაღმა გაფრინდა, რათა ადგილობრივ მბრძანებელთან სელფი გადაეღო. უკრაინაზე გაგიჟებული ისტებლიშმენტის გზავნილი გასაგებია. უკრაინელებს რიგით ამერიკელებზე უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. უცხოელი არალეგალებიც უფრო ადარდებთ, ვიდრე რიგითი ამერიკელები. კრიმინალებიც უფრო ადარდებთ, ვიდრე რიგითი ამერიკელები. რიგითი ამერიკელების გარდა ყველა ადარდებთ.
როდესაც მიტჩელ მაკკონელი ამბობს, რომ უკრაინა სენატის ნომერ პირველი პრიორიტეტია, ეს უკვე პრობლემაა. იგი ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტი არ არის. ახლოსაც კი ვერ მივა მასთან. ჩვენი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა აუცილებლად შეამცირებს უკრაინისადმი მხარდაჭერას. დონალდ ტრამპი უკვე ასე ფიქრობს. რონ დესანტისმა ცოტა ხნის წინ უარი განაცხადა ‘ცარიელი ჩეკების’ პოლიტიკის მხარდაჭერაზე. ასე მოიქცა კევინ მაკკარტიც. Cut off Ukraine-ის (შევუჩეროთ უკრაინას დახმარება) ეკიპაჟი დღესდღეობით მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩევა, თუმცა რიგითი ამერიკელების მხარდამჭერა დიდ ხანს აღარ გაგრძელდება, რადგან მათ ეუბნებიან, – გაჩუმდით და გადაიხადეთ. ჯანდაბა, ვინ გადაწყვიტა, რომ „რა თქმა უნდა, უკრაინას ჩვენ გადავუხდით პენსიებს!“ შესანიშნავი იდეა იყო ხომ?
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ომი შესაძლებლობად რჩება, ყველაზე მეტად ნორმალურ ამერიკელებს აზიანებს, რადგან ისინი მსახურობენ ჩვენს არმიაში. რეკრუტთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება, რადგან უფრო და უფრო მეტი ნორმალური ამერიკელი ამბობს უარს ამ პრეზიდენტისა და მისი არაკომპეტენტური, ‘ვოუკი’ პენტაგონისთვის სიცოცხლის გაწირვაზე. მათ დიდ ნაწილს – ყველას არა – ვინც ხამამღალი განცხადებებით გამოდის ჯარში არასოდეს უმსახურია, არც მათი ოჯახის წევრებს. თუ რაღაც ისე არ წავა, როგორც ყოველთვის, ისევ სხვები დაღვრიან სისხლს. ტრამპს იმიტომ აქებდნენ, რომ მას ახალი ომი არ დაუწყია და არა იმიტომ, რომ მისი მომხრეები მშვიდობას უჭერენ მხარს. ფაქტობრივად, ბევრი მათგანი მეომარია ან ახლოს არის მათთან და ამიტომაც ფიქრობენ, რომ ჩვენი სისხლი უნდა დაიღვაროს მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ.
რა დაგვრჩენია უკრაინაში? ვაგზავნით შეტყობინებას, რომ აგრესიას არ დავუშვებთ? ალბათ. ავტორიტეტს ვულახავთ რუსულ შეიარაღებულ ძალებს? შეიძლება ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რადგან რუსები ბრძოლის ველიდან უფრო ძლიერები და გამოცდილები დაბრუნდებიან. იქნებ ერთმანეთთან დაკავშირებულ ადამიანებს ვამდიდრებთ? ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარი არაგონივრულია. სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები ჩვენი მარაგების შევსებით მდიდრდებიან, ხოლო ჰანტერ ბაიდენის წყალობით ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ვაშინგტონ დისი უკრაინულ ფულში ბანაობს.
ბევრი უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ თუ რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი და როგორ მივაღწიოთ მას. ამჟამინდელი კურსი – თავს დაესხა განსხვავებული აზრის მქონე პირებს და მოხვეტო მილიარდები მაშინ, როცა ვაშინგტონ დისიში მოკალათებული ისტებლიშმენტი შიდა საჭირბოროტო საკითხებს უგულებელყოფს – უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ასე გააგრძელეთ და უფრო მეტი ამერიკელი გამოვა მოთხოვნით, რომ უკრაინა უნდა დავტოვოთ. ეს იმაზე მალე მოხდება, ვიდრე ჩვენს უხეირო ისტებლიშმენტს წარმოუდგენია. უკმაყოფილო ამერიკელების რიცხვი გაიზრდება. მათ ის ადამიანები დაუჭერენ მხარს, რომლებსაც ჩიხი დგომა და დუმილი ყელში ამოუვიდათ. თუ უკრაინისადმი მხარდაჭერას ემხრობით, უნდა მოითხოვოთ, რომ ახლავე დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა, სანამ გვიანი არ არის.
წყარო: https://is.gd/KS5k30