ავტორი ბრედლი დევლინი, 24 მაისი, 2023 წ.
სათამაშო და მესენჯერ პლატფორმა Discord-ზე გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ამერიკის პროქსი ომს უკავშირდება, ინფორმაციული თვალსაზრისით ძვირფასი განძია.
Discord-ზე ადრე გამოქვეყნებული დოკუმენტები მიუთითებენ, რომ უკრაინა კუთხეში მიმწყვდეული ცხოველია, რომელიც შეიძლება ვინმეს ეცეს. „ვაშინგტონ პოსტის“ (Washington Post) ინფორმაციით, გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინა უნდა აიძულის, რომ მან მოსკოვზე პირდაპირი იერიში არ მიიტანოს. ვაშინგტონმა არაერთხელ შეაჩერა ან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა უკრაინის გეგმებზე, რომლებიც რუსეთთან ომს უკავშირდებოდა არა მხოლოდ უკრაინაში ან რუსეთში, არამედ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც კი.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) საიდუმლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს (HUR) ხელმძღვანელობს, 13 თებერვალს თავის ერთ-ერთ ოფიცერს დაავალა, რომ „24 თებერვალს მასიური თავდასხმებისთვის მომზადებულიყო. უკრაინას იერიში უნდა განეხორციელებინა. NSA-ს მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის ოფიციალური პირები ხუმრობდნენ, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკზე თავდასხმისას ტროტილს გამოიყენებდნენ. „ვაშინგტონ პოსტმა“ ისიც განაცხადა, რომ ასეთი ოპერაცია „ძირითადად სიმბოლური“ ხასიათის იქნებოდა, „თუმცა გამოვლინდებოდა უკრაინის შესაძლებლობა იერიში მიეტანა მტრის ტერიტორიაზე“.
ბუდანოვი, რომელიც არაპროგნოზირებადი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს, ადრე აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკურნებელი სენით იყო დაავადებული და საჯარო გამოსვლებისას ორეულებს იყენებდა. იგი დარწმუნებულია, რომ ამ ზაფხულს უკრაინა რუსეთს გაანადგურებს და უკუაგდებს, მათ შორის 2014 წელს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსაც დაიბრუნებს. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დაიწყო აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა ბუდანოვის გადაადგილებებისა და კომუნიკაციების მონიტორინგი. როგორც ჩანს, ბუდანოვი ამის შესახებ საქმის კურსშია. „ვაშინგტონ პოსტში“ ისიც დასძინეს, რომ როდესაც ომის დაწყების შემდეგ მისგან ინტერვიუს იღებდნენ, ჟურნალისტებს გენერალ-მაიორის კაბინეტის უკანა მხრიდან თეთრი ხმაური ან მუსიკა ესმოდათ.
თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუშალა მის გეგმებს. 22 თებერვალს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სისტემის შიგნით საიდუმლო მოხსენება გაავრცელა, რომლის თანახმადაც მთავარი სადაზვერვო სამმართველო (HUR) „დათანხმდა ვაშინგტონის თხოვნას, რომ მოსკოვზე იერიშები დროებით არ მიეტანა“. ამის მიუხედავად, ლენგლიში ისიც განაცხადეს, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი“, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) „დაახლოებით იმავე დღეს მოსკოვზე თავდასხმის შესახებ გეგმების გადადებაზე დათანხმდა“.
როგორც ჩანს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უარი თქვა თავის გეგმებზე, რომ ომის დაწყების წლისთავზე დარტყმები განეხორციელებინა რუსეთის სიღრმეში. შეერთებული შტატები დიდი ხანი არწმუნებდა უკრაინას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისგან თავი შეეკავებინა. მარტის დასაწყისში კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვთან ახლოს მდებარე ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა არაერთი დარტყმა განახორციელეს. გასული წლის ოქტომბერში მოსკოვმა კიევი იმაში დაადანაშაულა, რომ უკრაინის დრონებმა ყირიმში შავი ზღვის ფლოტზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ავთენტურობა დღემდე ვერ დასტურდება, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი ერთ-ერთი გემისკენ მიემართება და რუსული ხომალის სიახლოვეს ცეცხლი იხსნება. კრემლის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საზღვაო ნაღმების აღმომჩენი და გამანადგურებელი პატარა გემი. გავრცელებული ინფორმაციით, დეკემბერში უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავდასხმა განახორციელეს რუსულ სამხედრო ავიაბაზა ენგელს-2-ზე, რომელიც რუსეთის სიღრმეში, სარატოვის რაიონში, მდებარეობს. დრონებმა ორ სხვა სამხედრო აეროდრომსა და კურსკის პროვინციაში მდებარე ნავთობბაზაზეც მიიტანეს იერიში.
კონფლიქტის საწყის ეტაპზე უკრაინა ხშირად უარყოფდა რუსეთის საზღვრებში მდებარე ობიექტებსა თუ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობას. 2022 წლის აგვისტოში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს რუსი ნაციონალისტისა და უკრაინის ომის ერთგული მხარდამჭერის, ალექსანდრე დუგინის, ქალიშვილი დარია დუგინა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. არაერთგზის უარყოფის მიუხედავად, აშშ-ის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმის უკან უკრაინა იდგა.
იანვარში „ვაშინგტონ პოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბუდანოვმა განაცხადა, ყველა თავდასხმა უკრაინას არ განუხორციელებია, თუმცა იქვე დასძინა, რომ თავდასხმები გაგრძელდება. ბუდანოვის თქმით, ასეთმა თავდასხმებმა „უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მათ ილუზიებს ბოლო მოუღო“. „არიან ადამიანები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამზადებენ. არსებობს უპილოტო საფრენი აპარატები. სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, რუსებს ქვეყნის შიგნით პრობლემები არ მოაკლდებათ“.
Discord-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინას სურს, რომ კონფლიქტი კონტინენტური ევროპის საზღვრებს გარეთაც გაიტანოს და რუსებს პასუხი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაშიც მოსთხოვოს. NSA-ს მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ ბუდანოვის სამმართველო (HUR) მალიში „ვაგნერის ჯგუფზე“ (Wagner Group) თავდასხმას გეგმავდა. ეს რუსული შეიარაღებული ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის ომშიც მონაწილეობს, მალის მთავრობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფას და სამხედრო ძალების მომზადებაში ეხმარება.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, NSA-ს დოკუმენტში ნათქვამია: „უცნობია, ამჟამად რა ეტაპზე ოპერაციები [მალიში] და მიიღო თუ არა HUR-მ თანხმობა თავისი გეგმების განსახორციელებლად“.
ამავდროულად ბუდანოვის სამმართველო (HUR) სირიაში ქურთებთან პარტნიორობით რუსულ შეიარაღებულ ძალებზე იერიშების მიტანას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახლო აღმოსავლეთში სპეცოპერაციების ჩატარებაზე უარი განაცხადა. თუმცა, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, რომელიც „ვაშინგტონ პოსტს“ ჩაუვარდა ხელში, ნათქვამია, რომ სირიაში რუსულ ობიექტებზე თავდასხმის მცდელობებს, რომლებიც უკრაინის ბრალეულობას გამორიცხავენ, შესაძლოა კვლავ განიხილავდეს უკრაინის მთავრობა.
განა ეს გეგმები მსოფლიო ომის დაწყებას არ უკავშირდება? განა შეერთებული შტატები არ იქნება პასუხისმგებელი თუ უკრაინის მთავრობა, რომელიც თითქმის 100 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკული სამხედრო და ფინანსური დახმარების გარეშე ჩამოიშლებოდა, ასეთი გეგმების განხორციელებას გადაწყვეტს?
რა თქმა უნდა, ბაიდენის ადმინისტრაცია უარყოფს ყველა ბრალდებას, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყებას უკავშირდება. ეს იმ ფაქტზე მიუთითებდა, რომ შეერთებული შტატები რუსეთზე თავდასხმის განსახორციელებლად უკრაინას მისი გაგზავნილი სამხედრო დახმარების გამოყენებას აუკრძალავდა. ამრიგად, შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკრაინის სამხედრო გადაწყვეტილებებზე გავლენას ინარჩუნებს, წარმატებით ჩაფუშა უკრაინის გრანდიოზული გეგმები, რომლებიც მოსკოვსა და ცალკეულ შემთხვევაში სხვა რამდენიმე რუსულ სამიზნეზე იერიშების მიტანას ითვალისწინებდა.
ეს თავად უკრაინელმა მაღალჩინოსნებმაც აღიარეს. თუ უკრაინა შეერთებული შტატების მიწოდებულ სარაკეტო სისტემას რუსულ სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენებს, ევროპაში ბაზირებულმა ამერიკელმა სამხედროებმა ან უნდა დაადასტურონ კოორდინატები ან თავად უნდა მიაწოდონ ისინი.
ბაიდენის ადმინისტრაცია და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები თუ პროპაგანდისტები, რომლებიც უკრაინის კონფლიქტში შეერთებული შტატების მონაწილეობას უჭერენ მხარს, შეიძლება ფიქრობენ, რომ ეს ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, თუმცა ასე არ არის. ჩვენი ჩართულობა იმაზე მიუთითებს თუ ვინ აწარმოებს სინამდვილეში რუსეთთან ომს. უკრაინა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასავლეთში კარგი კავშირების მქონე ადამიანებისთვის (იხ. ჰანტერ ბაიდენი) ფულის გათეთრების ადგილს წარმოადგენდა, დღემდე იგივე ფუნქციას ინარჩუნებს. უკრაინა ამერიკული ლიბერალური იმპერიის მარიონეტია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
უკრაინისადმი გაგზავნილი სამხედრო დახმარება ხელს უწყობს მისი რესურსების გაფართოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, რომ თავიანთი ფანტაზიების მიხედვით სასურველი სპეციალური ოპერაციები და სამხედრო მოქმედებები განახორციელონ. უკრაინის შეჩერება სულ უფრო და უფრო რთული ხდება, ხოლო უკრაინის სამხედრო მანქანის დაფინანსება სულ უფრო სარისკო. უკრაინის სამხედრო გეგმებთან დაკავშირებით ამერიკის შეფასებების შესახებ Discord-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ნათელი. ადამიანებმა უნდა მოუწოდონ პენტაგონს, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრ სახლს იმის შესახებ, რომ ისინი ბრმად ჩაერთნენ იმ კონფლიქტში, რომელსაც უკრაინა მსოფლიო ომისკენ ექაჩება.
წყარო: https://www.theamericanconservative.com/ukraine-plans-for-world-war-iii/