ვიდეო ამბავისხვადასხვა

უკრაინელებს ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევება ემუქრებათ

0

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მყოფი უკრაინელი მამაკაცი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც განმარტავს რომ მას უკრაინაში დაბრუნებას აიძულებენ.

“მეგობრებო, ცუდი ამბავი მაქვს, არც კი ვიცი რა გავაკეთო. ახლახანს მივიღე აღნიშნული წერილი, სადაც ჩემი ფოტო და მონაცემებია. აქ წერია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მოითხოვა ჩემი დაბრუნება უკრაინის ტერიტორიაზე, რადგან მათი შეფასებით მე უკანონო გზით დავტოვე ქვეყნის ტერიტორია და შემოვედი ევროკავშირის ზონაში. მაშინ, როცა მე კანონიერად დავტოვე საზღვარი და არ მიყიდია არანაირი სპეციალური ცნობა. მოკლედ, როგორც აქ წერია მე ორი კვირის ვადაში უნდა დავტოვო ევროკავშირის ზონა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამაძევებენ უკრაინაში. არც კი ვიცი რა მოვიმოქმედო. მიმაჩნია, რომ ეს სრული აბსურდი და უკანონობაა – იძულებით გააგზავნო ადამიანი იქ, სადაც ომი მიმდინარეობს.