31 ივლისი, 2023 წ.
კიევი, უკრაინა (AP) – 28 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომ შობის ოფიციალური დღესასწაული 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნოს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
კანონის თანდართულ განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მიზანი „რუსულ მემკვიდრეობაზე უარის თქმაა“, რაც „შობის აღნიშვნის დაწესებასაც“ ეხება. მასში მოყვანილია უკრაინელების „შეუპოვარი, წარმატებული ბრძოლა საკუთარი იდენტობისთვის“ და „ყველა უკრაინელის სურვილია, რომ თავისი ტრადიციებით, დღესასწაულებით იცხოვროს“, რასაც 17 თვის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ დაუდო სათავე.
გასულ წელს ზოგიერთმა უკრაინელმა შობა 25 დეკემბერს აღნიშნა. ეს იყო ერთგვარი ჟესტი, რომ მათ რუსეთისგან, მისი კულტურისა და რელიგიური ტრადიციებისგან გამიჯვნა სურდათ.
ზემოხსენებული კანონის თანახმად, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღე 28 ივლისის ნაცვლად 15 ივლისს აღინიშნება, ხოლო უკრაინის დამცველთა დღე 14 ოქტომბრის ნაცვლად 1 ოქტომბერს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველად აცხადებს თავს, და ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია, დღემდე ძველ იულიუსის კალენდარს იყენებენ.
უკრაინის რელიგიური ლანდშაფტი წლებია უკვე, რაც დარღვეულია. ქვეყანაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის ორი განშტოებაა. ერთს რუსულ ეკლესიასთან აქვს კავშირი, მიუხედავად იმისა, რომ ფართო ავტონომიით სარგებლობს, მეორე კი მისგან სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც რუსულ ეკლესიას გამოეყო, ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ შესწორებულ იულიუსის კალენდარზე გადადის, როდესაც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. გასულ წელს მისმა ხელმძღვანელობამ მორწმუნეებს ნება დართო, რომ შობის დღესასწაული 25 დეკემბერს აღენიშნათ.
საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti-ს ცნობით, კონკურენტი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქვს კავშირი, პირობას დებს, რომ შობას კვლავ 7 იანვარს აღნიშნავს.