პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინასა და უნგრეთს შორის ახალი სიტყვიერი ომი დაიწყო

0

2 მაისი, 2023 წ.

მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ინტერვიუში უნგრეთის რუსეთთან საეჭვო„მეგობრობაზე“ ისაუბრა, ბუდაპეშტსა და კიევს შორის ახალი სიტყვიერი ომი დაიწყო,.
ზელენსკიმ ორბანის უნგრეთი, ნატოს წევრი ქვყნისთვის „შეუფერებელ ქცევაში“ დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთმა თავდაცვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებოით, როგორიცაა უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, კონსულტაციები არ უნდა გამართოს.
„მეჩვენება, რომ უნგრეთის პოლიტიკურ ელიტაში დაბნეულობა სუფევს. ძალიან უცნაური სიტუაციაა. შეიძლება რომ ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთთან მეგობრობდეს და ამავდროულად ნატოს ეწინააღმდეგებოდეს?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
პასუხად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, განაცხადა, რომ ზელენსკის უფლება არ აქვს  უნგრეთის გადაწყვეტილები შეაფასოს. უნგრეთის პირველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ და ხალხმა ამ კონფლიქტის შედეგები თავიანთ თავზე უკვე გამოსცადეს, კონფლიქტს იმიერკარპატიაში (დასავლეთი უკრაინა) მცხოვრები ეთნიკური უნგრელებიც შეეწირნენ.
„საბედნიეროდ, მას ამის გადაწყვეტა არ შეუძლია“, – განაცხადა სიიარტომ ზელენსკის სიტყვების პასუხად. „უნგრელებმა ამ ომის შედეგები თავიანთ თავზე უკვე გამოსცადეს“.
ორბანს არც მისი ნათქვამი მოუწონეს. უნგრეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ დააპატიმრებს.  ამის შესახებ ორბანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) უკრაინის ომში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის გამო რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
მართალია უნგრეთმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, თუმცა ამავდროულად, ევროკავშირის დაწესებულ სანქციებთან მიმართებით განსხვავებული პოზიცია დაიკავა. განსაკუთრებით მხარი არ დაუჭირა იმ სანქციებს, რომლებიც ენერგომატარებლებს უკავშირდებოდა. ბუდაპეშტი კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენაც მოუწოდებს. ვიქტორ ორბანი ის ევროპელი ლიდერია, რომელიც ნატოს კონსენსუსს არღვევს, ხოლო კრემლთან ღია და პოზიტიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

წყარო: https://is.gd/Knpis5