პოლიტიკასხვადასხვა

უკრაინას კიდევ ერთხელ დაპირდნენ, რომ ალიანსში გაწევრიანდება, თუმცა „გრძელვადიან პერსპექტივაში“

0

ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინის დიდი ხნის თხოვნას სამშაბათს დადებითი პასუხი მოჰყვა. კიევს დაპირდნენ, რომ „გრძელვადიან პერსპექტივაში“ ალიანსში გაწევრიანდება, ეს კი, რა თქმა უნდა, მოსკოვს განარისხებს.
დასავლეთის სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უშუალო გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და მეზობელი რუსეთის ინტერვენციას თავისუფალი გადაურჩეს, რადგან კიევს ნატოში გაწევრიანება სურს.
„ნატოელი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა ჩვენი ალიანსის წევრი გახდება, თუმცა ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა“, – განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ვიზიტისას, ამის შესახებ ‘დეილი მეილი’ (Daily Mail) იტყობინება.
იენს სტოლტენბერგის განცხადებამ კიდევ ერთხელ განუმტკიცა რწმენა უკრაინის მთავრობას, რომ კიევს ალიანის წევრობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინაზე თავდასხმის ერთ-ერთ მიზეზად ნატოს მიერ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება დაასახელა.
2008 წელს უკრაინამ ალიანსს გაწევრიანების თხოვნით მიმართა, თუმცა ინტეგრაციის შესახებ გეგმები 2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ ჩაიფუშა, რადგან ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ნატოს არ შეერთებოდა, ნათქვამია ‘მეილის’ სტატიაში. 2014 წლის შემდეგ უკრაინაში ალიანსში გაწევრიანების შესახებ კვლავ ალაპარაკდნენ.
2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ფინეთი სამხედრო ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადების განსახილველად ემზადებოდა. ჰელსინკს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ პუტინის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ უბიძგა.

წყარო: 
1. https://is.gd/Jj7IlH
2. https://is.gd/RPGL4A