2023 წლის 15 აგვისტოს ‘ვაშინგტონ პოსტში’ (The Washington Post) გამოქვეყნებულ მარიანა ალფაროს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბილ კრისტოლმა წამოიწყო 2 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული კამპანია ‘რესპუბლიკელები უკრაინისთვის’ „რადგან კონგრესის რესპუბლიკელ წევრებს უკრაინის დაფინანსების გაგრძელება აიძულონ, რაც, სავარაუდოდ, ასიგნებებისთვის ხანგრძლივი ბრძოლა იქნება“. ალფაროს ინფორმაციით, რეკლამები, რომლებიც პროუკრაინელი რესპუბლიკელი ამომრჩევლების „ჩვენებებს“ მოიცავს, გამოჩნდება ტელევიზიაში, ბილბორდებზე და ინტერნეტში. ოცწლიანი წარუმატებელი ძვირადღირებული ომებისა და ინტერვენციების შემდეგ ეს კრისტოლისა და დარჩენილი ნეოკონსერვატორების უკანასკნელი ამოსუნთქვაა, რომლებიც ამერიკის კიდევ ერთ ომში ჩათრევის პროპაგანდას ეწევიან.
საბედნიეროდ, ნეოკონსერვატორები ამერიკულ პოლიტიკაში გადაშენების პირას არიან, ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკურ პარტიაში. ნეოკონებმა ცივი ომის მიწურულს შეიძინეს აქტუალურობა, როდესაც დემოკრატიულ პარტიას გამოეყვნენ (მათი უმეტესობა ამ პარტიის წევრი იყო) და პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, რომელმაც ცივი ომი მოიგო. მისი დასრულების შემდეგ ნეოკონსერვატორები მთელ სამყაროში ახალ „მონსტრებს ეძებდნენ რომ გაენადგურებინათ“ (თუ ჯონ ქვინსი ადამსის ცნობილ ფრაზას გამოვიყენებთ).
ნეოკონსერვატორებმა პირველად ერაყის დიქტატორ სადამ ჰუსეინს დაადგეს თვალი. მას შემდეგ, რაც 1991 წელს ამერიკელმა სამხედროებმა ბრძოლის ველზე სწრაფიგამარჯვება მოიპოვესდა ერაყის არმიას კუვეიტის დატოვება აიძულეს, ნეოკონსერვატორებმა ჯორჯ ჰ.უ. ბუშის ადმინისტრაცია გააკრიტიკეს, რადგან აშშ-ის 41-ე პრეზიდენტმა ჰუსეინის რეჟიმი არ დაამხო.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ნეოკონსერვატორებმა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია დაარწმუნეს, რომ ავღანეთში ჩვენი მტრებისთვის სამაგიერო გადაეხადა, ომი გამოეცხადებინა „გლობალური ტერორიზმისთვის“ და არაბული ქვეყნების დემოკრატიზაციის მიზნით ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობა დაეწყო. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ნეოკონსერვატორების მხარდაჭერით და ვილსონის რიტორიკით ერაყზე იერიში მიიტანა, დაამხო ჰუსეინის საშინელი რეჟიმი და „გამარჯვება“ გამოაცხადა. ამ ომს უაზროდ შეეწირა მრავალი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე. ასევე უაზროდ გაიფლანგა ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიზაციისთვის გამოყოფილი ფინანსები.
ამავდროულად ნეოკონსერვატორებმა ბუშის ადმინისტრაციას მოუწოდეს, რომ NATO რუსეთის საზღვრებისკენ გაფართოებულიყო, უგულებელყო უფროსი ბუშის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (რომელმაც რუსებს განუცხადა, რომ ალიანსი არ გაფართოვდებოდა, თუ რუსეთი გერმანიის გაერთიანების წინააღმდეგ არ წავიდოდა), და ღვაწლმოსილი ამერიკელი დიპლომატის, ჯორჯ ფ. კენანის, გონივრული რჩევა, რომელმაც დასავლეთი გააფრთხილა, რომ NATO-ს გაფართოება რუსული ნაციონალიზმისა და იმპერიალიზმის ყველაზე ცუდ ასპექტებს გამოაცოცხლებდა.
შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტმა (GWB) არა მხოლოდ გააფართოვა სამხედრო ალიანსი (2004 წელს მის რიგებს შეუერთდნენ: რუმინეთი, ესტონეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი და სლოვენია, ხოლო ალბანეთი და ხორვატია ბუშის პრეზიდენტობისას მიიწვიეს ალიანსში, თუმცა ოფიციალურად 2009 წელს გაწევრიანდნენ), არამედ მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების იდეაც წამოაყენა. 2011 წელს ნეოკონსერვატორები მოწოდებით გამოვიდნენ, რომ აშშ-ს სირიასა და ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დაეწყო, რათა ე.წ. „არაბული გაზაფხულისთვის“ მხარი დაეჭირა. ვაშინგტონის ინტერვენციამ არა დემოკრატიის, არამედ ანარქიის, ქაოსის აღმოცენებას შეუწყო ხელი. რეგიონში კი რუსეთისა და ჩინეთის გავლენა გაიზარდა.
გასულ წელს ჯეფრი საქსმა დაწერა, რომ უკრაინა „ნეოკონსერვატორების უკანასკნელი კატასტროფაა“. ამერიკელმა ეკონომისტმა უკრაინის ომს „ამერიკის ნეოკონსერვატიული მოძრაობის 30-წლიანი პროექტის კულმინაცია“ უწოდა. საქსმა თავის სტატიაში ისაუბრა ნეოკონსერვატორების დამღუპველ სამხედრო ავანტიურებზე, რამაც საზღვარგარეთ აშშ-ის გავლენის შემცირება განაპირობა, უკრაინის შემთხვევაში კი, ევროპა მასშტაბური ომის დაწყების საფრთხის წინაშე დააყენა.„ესკატასტროფარომ თავიდან ავიცილოთ, ნეოკონსერვატორების 30-წლიან ფანტაზიებს ბოლო უნდა მოეღოს, ეს არის რეალური გამოსავალი. უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ, NATO ვალდებულებას იღებს, რომ აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, სანაცვლოდ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა მყარდება, რაც პატივს სცემს და იცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ვკითხულობთ საქსის სტატიაში.
ამერიკელი ეკონომისტის მოწოდებას, რომლის თანახმადაც უკრაინის ომი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, ცოტა ხნის წინ The National Interest-ის გვერდებზე ექსპერტი რუსეთის საკითხებში ალექს ბურილკოვი და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, სამხედრო დაზვერვის ოფიცერი უესლი სათერუაითი გამოეხმაურნენ. ეს უკანასკნელები ამერიკელებს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდებენ, სანამ რუსეთი უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის კვალდაკვალ ახალ შეტევას დაიწყებს. ბურილკოვი და სათერუაით ითავიანთ წინადადებას, რომელიც უკრაინის პრობლემის გადაწყვეტას უკავშირდება, „კორეის სცენარის“ სახელით მოიხსენიებენ, რომლის თანახმადაცუკრაინა რუსეთის ოკუპირებული ოთხი რეგიონის ნაწილს დათმობს, სანაცვლოდ კი „დასავლეთისგან (ამერიკისგან) უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მიიღებს“. მათი თქმით, ასეთი მიდგომა შეერთებულ შტატებს „მოსკოვთან დაძაბული მდგომარეობის განმუხტვაში“ დაეხმარება და ვაშინგტონი მთელ ყურადღებას წყნარი ოკეანის რეგიონსა და ჩინეთზე გადაიტანს, სადაც „ნამდვილ თანასწორ კონკურენტს“ ვუპირისპირდებით.
თუმცა ბურილკოვი და სათერუაითი შიშობენ, რომ რუსეთი შეიძლება ამ ომის მოგებას სამხედრო მოქმედებებით ცდილობდეს, ნაცვლად იმისა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებებით გადაჭრას. მოსკოვის გამარჯვება კი „შეერთებული შტატებისა და NATO-ს მნიშვნელოვანი მარცხი“ იქნება. რუსეთის გამარჯვება ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობასაც გაამყარებს. მათი სიტყვით, ამერიკამ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. „მხოლოდ მაშინ შეძლებს შეერთებული შტატები ჩინეთის შეკავებაზე მთელი ყურადღების გადატანას, რასაც ამერიკის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს“, – წერენ ბურილკოვი და სათერუაითი.
თუმცა, როგორც ჩანს, ნეოკონსერვატორებს უკრაინაში მშვიდობის დამყარება სურთ, ეს მათი ბოლო გზაა. ამის ნაცვლად, კრისტოლის ჯგუფს სურს „ზეწოლა მოახდინოს რესპუბლიკელებზე, რათა უკრაინასთან მიმართებით სწორი პოზიცია დაიკავონ“, რაც იმას ნიშნავს, რომომში გამარჯვების მოსაპოვებლად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნონ და ჯარისკაცები სათანადოდ მოამზადონ. კელი ბოკარ ვლაჰოსი Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ ნეოკონსერვატორები „ომზე უფრო არიან ფოკუსირებული, ვიდრე დიპლომატიაზე“.
როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციაც ამ გზით მიდის, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონგრესს თხოვნით მიმართა, რომ უკრაინას 24 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყოს. დროა, რომ რესპუბლიკელებმა და ამერიკის ხელმძღვანელებმა ბილ კრისტოლის, მაქს ბუტისა და დევიდ ფრომის რჩევები უგულებელყონ. ბოლო 30 წლის განმავლობაში მათ კატასტროფული შეცდომები დაუშვეს.
1653 წელს ინგლისის პარლამენტში ოლივერ კრომველის წარმოთქმული სიტყვები და 1940 წელს თემთა პალატაში ლიოემერის მიერ ნევილ ჩემბერლენის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა ნეოკონსერვატორებისკენ უნდა გადავამისამართოთ, რომლებიც კვლავინდებურად ცდილობენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. „ძალიან დიდხანს ისხედით აქ, რათა კეთილი საქმეები გაგეკეთებინათ. გეუბნებით, დაგვტოვეთ. თქვენთან აღარაფერი გვესაქმება. ღვთის სახელით, წადით“, – მიმართა კრომველმა თემთა პალატის წევრებს.
https://thefederalist.com/2023/09/04/ukraine-is-neocons-last-gasp/
https://www.jeffsachs.org/newspaper-articles/m6rb2a5tskpcxzesjk8hhzf96zh7w7