მთავარი ამბავი

უკრაინა – და მაინც, ვისი ომია ეს?

0

ამერიკას მალე მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, თავად შეიარაღდეს თუ თავისი ანტი-რუსული მარიონეტი მოამარაგოს?

ავტორი: როდ დრეჰერი, გამოცემა The American Conservatives-ის მთავარი რედაქტორი. როდ დრეჰერს აქვს ჟურნალ-გაზეთების სფეროში 30 წლიანი გამოცდილება, ის ასევე არის რამდენიმე ბესტსელერის ავტორი.

მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს იარაღის დეფიციტის გამო შესაძლოა არჩევანის გაკეთება მოუწიოს, თავად შეიარაღდეს თუ უკრაინა აღჭურვოს.
ოთხშაბათს საზღვაო ძალების მდივანმა, კარლოს დელ ტორომ, 2023 წლის საზღვაო ძალების ასოციაციის ეროვნულ სიმპოზიუმზე, რომელიც არლინგტონში (ოლქი ვირჯინიის შტატში) გაიმართა, კულუარებში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ამის შესახებ  Defense One-ის რედაქტორი მარკუს ვაისბერგერი იტყობინება.

ვაისბერგერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა კიევს ძირითადად სახმელეთო იარაღი გაუგზავნა და არა საზღვაო, დელ ტოროს შეშფოთებას სხვებიც იზიარებენ.

რუსეთი არასწორად მოიქცა და უკრაინა უნდა დატოვოს. მიხარია, რომ ვიღაც ვაშინგტონში ამერიკის ინტერესებზე ფიქრობს.
რესპუბლიკელი სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი, რომელიც ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელია რაც მსახურობს, აპირებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას იმ მოხსენების გამოქვეყნება მოსთხოვოს, რომელშიც მოცემულია თუ რა რაოდენობის დახმარება გაუწია შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2022 წლის თებერვლიდან, რათა კანონმდებლებმა „დამატებით ხარჯებთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ“.
Fox News-მა ექსკლუზიურად მოიპოვა წერილი, რომელსაც ვენსი თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორ შალანდა იანგს უგზავნის. წერილს, რომელიც ამჟამად სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა შორის ვრცელდება, ხელს აწერენ რესპუბლიკელი დენ ბიშოპი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჩრდილოეთ კაროლინადან და რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული მისურის შტატიდან.

„კონგრესმა გასული თებერვლის შემდეგ უკრაინის დასახმარებლად 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოყო, თუმცა წარმოდგენა არ გვაქვს რაში იხარჯება ეს ფული“, – განუცხადა ბიშოპმა Fox News Digital-ს. „ამერიკელი ხალხი იმსახურებს ზუსტად იცოდეს თუ სად მიდის მათი ფული“.

ვენსმა The Daily 202-ს განუცხადა: „ამერიკელი ხალხი იმსახურებს იცოდეს თუ რა რაოდენობის თანხებით აფინანსებს ჩვენი მთავრობის მისწრაფებებს აღმოსავლეთ ევროპაში. არ ვაპირებ უსაქმოდ ვიჯდე და ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალება მივცე, რომ ეს ინფორმაცია გაასაიდუმლოოს“.
ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვხდები კონსერვატორებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ ძალიან რთულია ისაუბრო უკრაინის ომთან მიმართებით NATO-ს პოლიტიკის წინააღმდეგ ისე, რომ პუტინის მორჩილებაში არ დაგადანაშაულონ ან უბრალოდ იკითხო რამდენად შედის ამ ომის გაგრძელება ევროპის ინტერესებში. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერია, რომელიც დღემდე მშვიდობის დამყარებაზე საუბრობს, სანამ ომი ყველას არ მოგვიღებს ბოლოს. ვფიქრობ, რომ ისტორია ორბანს გაამართლებს. ვალდებული არ ხართ, რომ მას  დაეთანხმოთ, თუმცა უნდა მოუსმინოთ. აი, რას წერს ორბანი დასავლეთზე:
„ამ კონფლიქტმა, რომელსაც მთელი დასავლეთი ჩაუდგა სათავეში, აჩვენა თუ რამდენად სუსტები ვართ (დასავლეთი). 32 წლის განმავლობაში არასოდეს მინახავს, რომ ამერიკელები ასე გაეძევებინათ (როგორც ეს OPEC-ის ქვეყნებმა გააკეთეს)“.

წყარო: https://is.gd/xWCHgg