პოლიტიკასხვადასხვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საზოგადოების ნდობის ხელახლა მოსაპოვებლად ევროპარლამენტის გაუქმებას ითხოვს

0

ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის გაუქმება მოითხოვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოსთან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ანტიკორფციული ზომები “საშინლად ჩავარდა”. ამის შესახებ ამერიკული მედია-ორგანიზაცია Politico იუწყება.
„თუ გვსურს, რომ საზოგადოების ნდობა აღვადგინოთ, მაშინ დროა, ევროპარლამენტი გავაუქმოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ევროპარლამენტის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც მისი თქმით, ეროვნული დელეგატები იქნებიან წარმოდგენილი.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი სოციალისტი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. იგი ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.
რობერტა მეცოლამ, რომელიც ამჟამად ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა.

წყარო: https://is.gd/xhWGli