Twitter-ის ახალი მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ახლახან 44 მილიარდ აშშ დოლარად შეძენილი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს:
„Twitter-ის ფაილები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების ჩახშობას უკავშირდება, Twitter-ზე მალე გამოქვეყნდება. საზოგადოება იმსახურებს იცოდეს თუ რა მოხდა სინამდვილეში“.
ილონ მასკმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელ რონ დესანტისს დაუჭერს მხარს, რომელიც ამჟამად ფლორიდის შტატის გუბერნატორის სავარძელს იკავებს.