თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88% კიდევ ერთმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა 5.17%-ით. მან რამდენიმე დღის წინ ერდოღანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და არჩევნების მეორე ტურში მის ამომრჩევლებს ერდოღანის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.