პოლიტიკასხვადასხვა

თურქეთში არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი არეულობის გამო, UEFA ჩემპიონთა ლიგის ფინალის ლისაბონში ჩატარებას განიხილავს

0

13 მაისი, 2023 წ.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში გაურკვეველი პოლიტიკური ვითარებაა, უეფა დაჟინებით ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება.
ათათურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მეორედ ჩატარდება. თურქეთმა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს პირველად 2005 წელს უმასპინძლა. იმ საღამოს ლივერპულმა მილანთან მატჩში შესანიშნავი ‘ქამბექი’ განახორციელა და სამხრეთელები პენალტების სერიაში დაამარცხა.
2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიც სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდპანდემიის გამო ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მატჩი, რომელშიც ბაიერნმა პსჟ 1-0 დაამარცხა, მაყურებლების გარეშე ჩატარდა.
იმის გამო, რომ 2020 წლის ფინალი სტამბოლში არ გაიმარა, 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლებად თურქები დაასახელეს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თურქეთში არეულობა დაიწყება, ფინალს შესაძლოა ლისაბონმა უმასპინძლოს.
არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართება. ფიქრობენ, რომ თუ მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დამარცხდება, შეიძლება სამოქალაქო არეულობა დაიწყოს. გამოკითხვებში ერდოღანის კონკურენტ ქემალ ქილიჩდაროღლუს ხუთპროცენტიანი უპირატესობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებული შეიძლება მეორე ტურმა გამოავლინოს, რომელიც 28 მაისს უნდა გაიმართოს. 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 10 ივნისს არის დაგეგმილი.
უეფა უსაფრთხოებას პირველ ადგილზე აყენებს, განსაკუთრებით 2022 წელს პარიზის ‘პარკ დე პრენსზე’ ჩატარებული ფინალის შემდეგ, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება ლივერპულის გულშემატკივრებს საშინლად მოეპყრო.
ამის მიუხედავად, უეფამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ფინალის გადატანას უარყოფს. „მედიით გავრცელებული ზოგიერთი არაზუსტი და უსაფუძვლო ინფორმაციის შემდეგ უეფას სურს, რომ 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ვითარებას ნათელი მოჰფინოს. როგორ დაგეგმილი იყო 2023 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2023 წლის 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება. უეფას არცერთ პოლიტიკურ ინსტიტუტთან, მთავრობასთან ან ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციასთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავლენიანმა ინფორმატორებმა ფინალის გადატანის პერსპექტივა მინიმუმამდე დაიყვანეს და Mirror Football-ს განუცხადეს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების უზრუნველსაყოფად ათათურქის სტადიონს უეფადან ხშირად სტუმრობდნენ.

წყარო: https://is.gd/vH6Xx5