პოლიტიკასხვადასხვა

თურქეთის პარლამენტმა, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა გადადო

0

თურქეთში აცხადებენ, რომ შვედეთმა მათ PKK-ის წევრები უნდა გადასცენ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.

16 ოქტომბერს, რამდენიმესაათიანი დებატების შემდეგ, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა გადადო. 18 თვის წინ, სტოკჰოლმმა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობის ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას კომიტეტის თავმჯდომარე ფუატ ოქტაიმ აღნიშნა, რომ კომიტეტის ყველა წევრი სრულიად უნდა იყოს დარწმუნებული შვედეთის უფლებამოსილებებში და დასძინა რომ ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ოქტაიმ დარწმუნებით განაცხადა, რომ ეს საკითხი შესაძლოა უახლოეს მომავალში ისევ განიხილონ, თუმცა კენჭისყრის თარიღი არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, თურქეთში შვედეთის ელჩი შესაძლოა კომიტეტის სხდომაზე მიიწვიონ რატიფიკაციის დაჩქარების მიზნით.
ანკარაში იმედოვნებენ, რომ სტოკჰოლმი თანხმობის სანაცვლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო გააქტიურდება.

თურქებმა, შვედეთში მცხოვრები ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრების ექსტრადიცია მოითხოვეს. თურქეთში ამ პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ

კანონპროექტი შეიძლება უბრალო უმრავლესობით მიიღონ საპარლამენტო კომიტეტში, თუმცა პლენარულ სხდომაზე მას პარლამენტის სრულმა შემადგენლობამ უნდა უყაროს კენჭი, მიღებულ კანონს კი თურქეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

თურქეთს მხოლოდ უნგრეთი ეთანხმება, რადგან ალიანსის წევრებს ჯერ არ დაუდასტურებიათ შვედეთის წევრობა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას მხარს უჭერს, მმართველი პარტიის „ფიდესის“ (Fidesz) ბევრ წევრს შენიშვნები აქვს.
შვედეთის მთავრობის ოფიციალური პირები ძალიან იმედგაცრუებული არიან ბუდაპეშტის პოზიციით. მიმდინარე წლის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმმა ვერ მოახერხა უნგრელი კანონმდებლების დარწმუნებაში.
მარტში ეროვნული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ისინი აშკარა ტყუილებს ავრცელებენ უნგრეთზე, უნგრეთში არსებულ კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიაზე, აქაური ცხოვრების წესზე; შეიძლება ვინმე ჩვენი მოკავშირე იყოს სამხედრო ალიანსში, როდესაც ისინი უნგრეთის შესახებ ურცხვად იტყუებიან?“
„თუ ფიქრობენ, რომ მათ მიმართ სამართლიანობა უნდა გამოვიჩინოთ, ისინიც ასე უნდა მოექცნენ უნგრეთს“, – დასძინა ორბანმა.

Turkish parliament postpones vote on Sweden’s NATO membership