ტენესის შტატის დედაქალაქ ნაშვილის პოლიციამ დაადგინა, რომ 28 წლის მამაკაცი, რომელმაც სკოლა ‘ქოვენანტში’ ცეცხლსასროლი იარაღით ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი, მოკლა, ტრანსგენდერად მიიჩნევდა თავს და ქრისტიანულ სკოლაზე თავდასხმის დეტალური მანიფესტი ჰქონდა.
ოფიციალური პირების თქმით, ყოფილი მოსწავლე ოდრი ჰეილი სკოლაში ორშაბათს დილით შეიჭრა და შენობის გვერდითი კარიდან ცეცხლი გახსნა.
ჰეილმა სამი 9 წლის ბავშვი, სკოლის ზედამხედველი, შტატგარეშე პედაგოგი და სკოლის დირექტორი გამოასალმა სიცოცხლეს.
განგაშის გამოცხადებიდან მალევე თავდამსხმელს დაკავების დროს ესროლეს და ადგილზე მოკლეს.
პოლიციის ინფორმაციით, ჰეილი ორი შაშხანითა და პისტოლეტით იყო შეიარაღებული, ხოლო ნაშვილში მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციის ოფიცრებმა დეტალური რუკები და თავდასხმის მანიფესტი იპოვეს.
ნაშვილის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ჯონ დრეიკმა, განაცხადა, რომ „ჰეილი იმაზე მეტი ზიანის მიყენებისთვის იყო მზად, ვიდრე სინამდვილეში გააკეთა“. მან ამ რაიონში მდებარე სხვა სკოლაზე თავდასხმის გეგმაც შეიმუშავა, თუმცა თავი შეიკავა, რადგან ეს სკოლა ძალიან დაცული იყო.
კითხვაზე, შეიძლება, რომ ამ მოტივის ფაქტორი ჰეილის იდენტურობა ყოფილიყო, დრეიკმა უპასუხა: „ხელისუფლება მიიჩნევს, რომ იგი ტრანსგენდერად აღიარებდა თავს, თუმცა ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ასევე ვცდილობთ დავადგინოთ სინამდვილეში რა როლი მიუძღვის ამ ინციდენტში მის იდენტურობას“.
სოციალურ ქსელებში ჰეილი მიუთითებდა, რომ ისინი ნაცვალსახელებს – he/him – იყენებდნენ. იგი თავის თავს ეიდენსაც უწოდებდა.
გაურკვეველია, მკვლელობისას ჰეილი მამაკაცად მიიჩნევდა თავს თუ ქალად.