პოლიტიკასხვადასხვა

აშშ-ის ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე, ტრანსგენდერი, რეიჩელ ლევინი – ბავშვებში სქესის შეცვლას ბაიდენის ადმინისტრაცია დიდ მხარდაჭერას უცხადებს

0

შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე ტრანსგენდერი რეიჩელ ლევინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია არასრულწლოვანებში გენდერულ სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას მხარდაჭერას უცხადებს.
რეიჩელ ლევინმა პირობა დადო, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ბავშვებში სქესის შეცვლა მალე ნორმას დაექვემდებარება. „ფლორიდის განათლების კანონში მშობელთა უფლებების შესახებ” და ბავშვთა საავადმყოფოებში ჩატარებული სქესის შეცვლის ოპერაციის პოლიტიკურ შედეგებზე სასაუბროდ ლევინი ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიიწვიეს.
„შემიძლია ვთქვა, რომ თქვენ, რომლებიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ემსახურებით, მათ ოჯახებსა და ყველა თქვენგანს ფედერალური მთავრობა უმაღლეს დონეზე გიჭერთ მხარს. პრეზიდენტი ბაიდენიც მხარს გიჭერთ. მე, როგორც ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე, მხარს დაგიჭერთ და ვისაუბრებ ამ თემაზე ყველგან, სადაც მივალ, რათა ამის შესახებ ყველამ შეიტყოს“, – განაცხადა ლევინმა.
„თუმცა მე პოზიტიურად და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ გარემოებები შეიცვლება და ეს საკითხი პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით ასეთი საფრთხის შემცველი აღარ იქნება“.
ორგანიზაცია Do No Harm-ის წევრმა, დოქტორმა სტენლი გოლდფარბმა, Fox News-ს განუცხადა, რომ ამ განცხადებების დასადასტურებლად „დამაჯერებელი მტკიცებულება“ არ მოიპოვება. Do No Harm-ი სამედიცინო მუშაკების ეროვნული ასოციაციაა, რომელიც  ჯანდაცვის სისტემაში „ვოუკ“ (woke) იდეოლოგიის ჩარევას ებრძვის.
„ლევინის გამოჩენა კონექტიკუტის ბავშვთა საავადმყოფოში, რომელიც არასრულწლოვანებში ‘გენდერის დამადასტურებელ სამედიცინო მეთვალყურეობას’ ქება-დიდებას ასხამს და აცხადებს, რომ იგი სრულიად მისაღები გახდება, არასწორია და უნდა დაუპირისპირდე“, – განაცხადა გოლდფარბმა.
„არ არსებობს იმის დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ბავშვებს, რომლებსაც სქესის შემცვლელი ჰორმონებით ან სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებით მკურნალობენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება გაუუმჯობესდათ.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ ცხადყო, რომ არასრულწლოვანებში ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა არ შეცვლილა, დასძინა გოლდფარბმა.

„იმ ადამიანებმა, ვინც ამ რადიკალურ, იდეოლოგიურად მოტივირებულ მკურნალობას უჭერენ მხარს, შეიძლება ბავშვებს შეუქცევადი ზიანი მიაყენონ“, – განაცხადა გოლდფარბმა.
„არასრულწლოვანთა მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს სწორ მეცნიერულ კვლევას და არა საეჭვო, დღის წესრიგზე ორიენტირებულ კვლევებს ან აქტივისტების მოთხოვნებს“.
House Freedom Caucus-ის წევრმა, Pro-Life Caucus-ის თანათავმჯდომარემ და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ენდი ჰარისმა, განაცხადა, რომ ლევინის კომენტარები „დასაგმობია“.
„დასაგმობია, იგი მთავრობის ოფიციალური პირია. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივნის თანაშემწე არასრულწლოვანთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას უწყობს ხელს, რათა ეს აშშ-ში სტანდარტული პრაქტიკა გახდეს“, – განაცხადა ჰარისმა.
„ამ ექიმებმა იციან, რომ ამ მედიკამენტებმა და პროცედურებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ბავშვების ძვლების ზრდაზე, ფერტილურობაზე, ასევე მკერდისა და პროსტატის კიბოს რისკზე. ამავდროულად, ჯანდაცვის მდივნის თანაშემწემ ზეწოლა განახორციელა პროვაიდერებზე, რათა ეს სამედიცინო მეთვალყურეობა უზრუნველყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დისკრიმინაციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ჩვენ შვილები უნდა დავიცვათ’, – დასძინა ჰარისმა.
ეს კომენტარები მას შემდეგ გააკეთეს, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი გააკრიტიკა, თუმცა მისი სახელი არ უხსენებია და ტრანსგენდერი ახალგაზრდების მიმართ ამ შტატის ქმედებებს „თითქმის დანაშაულებრივი“ უწოდა.
ნოემბერში ფლორიდის სამედიცინო საბჭოებმა ბავშვებში სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, სქესობრივი ჰორმონები და გენდერის დამადასტურებელი ოპერაციები აკრძალეს.
ეს მომდინარეობს მშობელთა უფლებების შესახებ კანონპროექტიდან, რომელსაც შტატის გუბერნატორმა ამ წლის დასაწყისში მოაწერა ხელი. იგი მასწავლებლებს საბავშვო ბაღიდან მესამე კლასამდე „სექსუალური ორიენტაციის“ ან „გენდერული იდენტობის“ შესახებ სწავლებას უკრძალავს.

წყარო: https://is.gd/fNP7eu