საზოგადოებასხვადასხვა

ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც „მის ნიდერლანდების“ გვირგვინით შეამკეს, „მის სამყაროს“ ტიტულისთვის იბრძოლებს

0

ბიოლოგიურად მამრობითი სქესის ტრანსგენდერი მოდელი, რომელიც „მის ნიდერლანდების“ გვირგვინით შეამკეს, ამ წლის მიწურულს ელ სალვადორში „მის სამყაროს“ ტიტულისთვის იბრძოლებს.

 10 ივლისი, 2023 წ.

2023 წელს „მის ნიდერლანდების“ ტიტული 22 წლის მოდელმა რიკი კოლმა მოიპოვა. იგი პირველი ბიოლოგიური მამაკაცია, რომელმაც ქალთა კონკურსში გაიმარჯვა.

ჰოლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NOS) ინფორმაციით, ჟიურიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ფინალში განაცხადა:

„მას სანდო ისტორია აქვს, მკაფიო მისიით… ჟიური დარწმუნებულია, რომ ორგანიზაცია („მის ნიდერლანდების“) ბედნიერი იქნება ამ ახალგაზრდა ქალთან თანამშრომლობით“.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თავი მივუძღვნა ყველა პატარა რიკის, რომლებიც წინ უნდა აღუდგნენ თავიანთი ოჯახების უარს, გახდნენ ის ადამიანები, რომელიც სურთ რომ იყვნენ. დაეხმარეთ მათ თვითშეფასებაში, რათა უფრო ძლიერი, ხელშეუხებელი გახდნენ“, − განაცხადა კოლმა.

„ჩემი ვალდებულებისა და სიმტკიცის წყალობით ვიმედოვნებ, შევცვლი საზოგადოებას. საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ შეგეძლოს გახდე ის, ვინც ხარ, პრობლემების გარეშე, და ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, როდესაც ამის სურვილი გექნება“.

რიკი კოლი მეორე ტრანსგენდერი მოდელია, რომელმაც ლოიზა ლეიმერსის შემდეგ Holland’s Next Top Model-ში მიიღო მონაწილეობა. ლეიმერსმა ეს რეალითი შოუ 2015 წელს მოიგო.

ერთი წლით „მის ნიდერლანდების“ ტიტულის მფლობელი რიკი კოლი ამ წლის მიწურულს ელ სალვადორში „მის სამყაროს“ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. იგი ესპანელი ანხელა პონსეს შემდეგ (2018 წ.) მეორე ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდება.

მავანთა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ბიოლოგიურმა მამაკაცმა „მის ნიდერლანდების“ ტიტული მოიპოვა, სოციალურ მედიაში კრიტიკა გამოიწვია.

ჰოლანდიელმა ანტიგლობალისტმა და მემარჯვენე აქტივისტმა ევა ვლარდინ გერბროკმა „ტვიტერის“ (Twitter) საკუთარ გვერდზე დაწერა: „ახლახან 2023 წლის „მის ნიდერლანდები“ მამაკაცმა მოიგო“.

„თუ გათვალისწინებთ, რომ პოსტ-ჭეშმარიტების სამყაროში ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილებას არც კი ველოდი. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ძალიან პროგნოზირებადი და არაორიგინალურია“.

https://www.breitbart.com/europe/2023/07/09/transgender-model-crowned-as-miss-netherlands-will-compete-for-title-of-miss-universe/