17 მაისი, 2023 წ.
ორშაბათს The Messenger-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებულ ყველა დარჩენილ დოკუმენტს გამოამზეურებს.
„როგორც მოგეხსენებათ ბევრი დოკუმენტი გამოვიტანე დღის სინათლეზე. დანარჩენ დოკუმენტებსაც ავხდი ფარდას“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ტრამპის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 4,300 ფაილი, რომლებიც ჯერ კიდევ დასამუშავებელია, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
2018 წელს ტრამპმა ჯონ ფ. კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დარჩენილი დოკუმენტების სრული გამოქვეყნება 2021 წლის ოქტომბრამდე გადადო, მოგვიანებით კი ჯო ბაიდენმა კოვიდპანდემიის მოტივით მათი გამოქვეყნების თარიღი 2022 წლის დეკემბრამდე გადასწია. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კიდევ უფრო მეტ დოკუმენტს მოჰფინა ნათელი, თუმცა ათასობით დოკუმენტი ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია.
ტრამპმა ფაილებში არსებული ინფორმაციის გაჟღერებაზე უარი განაცხადა: „კეთილი, არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ბევრი დოკუმენტი გამოვამზეურე. დარჩენილ ნაწილს კი ჩემს ვადაზე ადრე გავხდი ხელმისაწვდომას“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა მოსამართლე ენდრიუ ნაპოლიტანოს უთხრა: „თქვენ რომ ის გენახათ, რაც მე ვნახე [ფაილებში], მათ გამოქვეყნებას არ ისურვებდით“. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ეროვნული უსაფრთხოების, სამართალდამცავი ორგანოებისა და საგარეო საქმეთა იდენტიფიცირებული პრობლემების გამო კონკრეტული ინფორმაცია ჯერ კიდევ დასამუშავებელია“.
როგორც ამ თვის დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსს, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან იყრის კენჭს, სჯერა, რომ „ბიძამისის მკვლელობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მონაწილეობდა“ და ამ ფაქტს „60 წელი მალავდა“.